ფეხბურთი

4:09 | 5.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” VS “რეალი” – დეტალები, ფაქტები, სტატისტიკა

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარფინალი გაიმართება. ტურინის “იუვენტუსი” მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს.

ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს გაეცნოს ამ გუნდთა შესახებ საინტერესო ფაქტებს, დეტალებსა და სტატისტიკას.

“იუვენტუსს” და “რეალს” ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჯამში ოცჯერ უთამაშიათ.

ურთიერთშეხვედრები

“რეალისა” და “იუვენტუსის” გზები აქამდე 16-ჯერ გადაკვეთილა. მათ შორის ბოლო დაპირისპირება წინა სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე შედგა.

კრიშტიანუ რონალდუმ აღნიშნული ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. გადამწყევტი გამოდგა მის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანი თამაშის 29-ე წუთზე, მას შემდეგ რაც ანგარიში ფერნანდო ლორენტემ გაათანაბრა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი მოედნიდან ჯორჯო კიელინი გააძევეს.

2013 წლის 23 ოქტომბერს, გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

“რეალი”: კასილიასი, არბელოა, პეპე, რამოსი, მარსელო, ხედირა, ილიარემენდი (ისკო 72), მოდრიჩი, დი მარია (მორატა 79), ბენზემა (ბეილი 67), რონალდუ

“იუვენტუსი”: ბუფონი, კასერესი, ბარძალი, კიელინი, ოგბონა (ჯოვინკო 69), მარკიზიო, ვიდალი, პირლო (ასამოა 59), პოგბა, ტევესი, ლორენტე (ბონუჩი 50)

ტურინში გამართულ მატჩში ანგარიში არტურო ვიდალმა პენალტით გახსნა, შემდეგ რონალდუმ და ბეილმა მადრიდელები დააწინაურეს, “იუვე” მარცხისგან ლორენტეს გოლმა იხსნა.

2013 წლის 5 ნოემბერს მოედანზე შემდეგი ფეხბურთელები ვიხილეთ:

“იუვენტუსი”: ბუფონი, კასერესი, ბარძალი, ბონუჩი, ასამოა, მარკიზიო, ვიდალი, პირლო, პოგბა, ლორენტე (ჯოვინკო 88), ტევესი (კვალიარელა 82)

“რეალი”: კასილიასი, რამოსი, ვარანი, პეპე, მარსელო, ხედირა, ჩაბი ალონსო (ილიარემენდი 71), მოდრიჩი, რონალდუ, ბენზემა (ხესე 81), ბეილი (დი მარია 75)

იუპ ჰაინკესის “რეალმა” 1998 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სწორედ “იუვენტუსს” მოუგო, რომელსაც მარჩელო ლიპი წვრთნიდა. მატჩის ბედი 66-ე წუთზე პრედრაგ მიატოვიჩის გოლმა გადაწყვიტა და “სამეფო კლუბმა” ევროპულ ასპარეზზე უძლიერესი გუნდის სახელი 32 წლიანი პაუზის შემდგომ მოიპოვა.

1998 წლის 20 მაისს, ამსტერდამში, გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

“რეალი”: ილგნერი, პანუჩი, სანჩისი, იერო, რობერტო კარლოსი, ზეედორფი, რედონდო, კარამბე, რაული (ამავისკა 90), მორიენტესი (სანჩესი 81), მიატოვიჩი (შუკერი 89)

“იუვენტუსი”: პერუცი, ტორიჩელი, მონტერო, იულიანო, პესოტო (ფონსეკა 70), დი ლივიო (ტაკინარდი 46), დეშამი (კონტე 77), ზიდანი, დავიდსი, დელ პიერო, ინძაგი

16-ვე მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე გაიმართა. “იუვემ” საკუთარ მოედანზე 5 მოიგო, 1 წააგო, ხოლო ერთიც ფრედ დასრულდა. “რეალმა” კი მადრიში ხუთჯერ იმარჯვა და 2 გზის დამარცხდა. ორი მატჩიც ნეიტრალურ მოედანზე შედგა. 1998 წელს ამსტერდამში და 1962 წელს პარიზში – ორივე შემთხვევაში ძლიერი “რეალი” აღმოჩნდა.

2008-2009 წლების სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე ტურინელებმა ორივე მატჩი მოიგეს. იტალიაში – 2:1. რუუდ ვან ნისტელროიმ ალესანდრო დელ პიეროსა და ამაურის გოლებს უპასუხა, ხოლო მადრიდში – 2:0. მეორე მატჩის გმირი კი დელ პიერო იყო, ვინაც დუბლის გახერხება შეძლო.

ბოლოს ეს გუნდები ნახევარფინალში 2002-2003 წლებსი სეზონში შეხვედრილან. ორი მატჩის ჯამში ფინალის საგზური “ბებერ ქალბატონს” ერგო – 4:3. მადრიდში მასპინძლებმა 2:1 მოიგეს, ტურინში კი “იუვემ” მეტოქეს 3:1 აჯობა.

პირველად ეს გუნდები ერთმანეთს 1961-1962 წლების სეზონში დაუპირისპირდნენ. გუნდებმა გამარჯვებას მეტოქის მოედნებზე მიაღწიეს. გადათამაშებაში კი ძლიერი ესპანური გრანდი გამოდგა.

“იუვენტუსი”

“იუვენტუსს” უეფას ტურნირებში უკვე ზედიზედ 12 მატჩია საკუთარ მოედანზე აღარ წაუგია. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მიმდინარე სეზონში “იუვენტუს სთედიუმზე” ხუთიდან ოთხ შემთხვევაში მოიგო.

“იუვენტუს სთედიუმზე” უეფას ტურნირებში “იუვეს” ჯამში 17 თამაში აქვს ჩატარებული (10 მოგება, 6 ფრე, 1 წაგება).

“იუვეს” ჩემპიონთა ლიგის ფინალში შვიდჯერ გაუღწევია, თუმცა გამარჯვება მხოლოდ ორჯერ მოიპოვა.

“იუვენტუსს” ესპანურ კლუბებთან საკუთარ მოედანზე მხოლოდ ორჯერ წაუგია. 1962 წელს სწორედ “რეალთან”, ხოლო 2004 წელს “დეპორტივოსთან” (0:1). 12 მატჩი იტალიელებმა მოიგეს, შვიდი კი ფრედ დასრულდა.

ნახევარფინალში ტურინული გრანდი მეთერთმეტედ გავიდა. აქამდე გამართული 10 ნახევარინალი შემდეგნაირად გამოიყურება (7 გამარჯვება, 3 მარცხი).

“რეალი” – 4:3 (1:2, 3:1, 2002-2003)

“მანჩესტერ იუნაიტედი” – 3:4 (1:1, 2:3, 1998-1999)

“მონაკო” – 6:4 (4:1, 2:3, 1997-1998)

“აიაქსი” – 6:2 (2:1, 4:1, 1996-1997)

“ნანტი” – 4:3 (2:0, 2:3, 1995-1996)

“ბორდო” – 3:2 (3:0, 0:2, 1984-1985)

“ვიძევი” – 4:2 (2:0, 2:2, 1982-1983)

“ბრიუგე” – 1:2 (1:0, 0:2, 1977-1978)

“დერბი ქაუნთი” – 3:1 (3:1, 0:0, 1972-1973)

“ბენფიკა” – 0:3 (0:2, 0:1, 1967-1968)

“რეალი”

გასვლით მატჩებში “ბლანკოსს” გოლი უკვე 444 წუთია არ გაუშვია. ბოლოს ასეთი რამ ბულგარულ “ლუდოგორცთან” თამაშის მე-6 წუთზე მოხდა.

“რეალს” ბოლო 11 საგარეო მატჩიდან 8 აქვს მოგებული, ორიც კი ფრედ დაასრულა. უკანასკნელად მადრიდელებმა “დორტმუნდთან” წააგეს (0:2).

“სამეფო გუნდს” იტალიაში უკვე 7 მატჩია აღარ მოუგია. უკანასკნელად აპენინზე მან წარმატებას 2004-2005 წლების სეზონში მიაღწია, როცა “რომა” 3:0 გაანადგურა. ჯამური სტატისტიკა კი ამ მხრივ შემდეგნაირია – 4 მოგება, 8 ფრე, 17 წაგება.

“ატლეტიკოსთან” სტუმრად უგოლო ფრით დასრულებული თამაში მეორე იყო ბოლო 29 მატჩიდან, რომელშიც “რეალმა” გასვლაზე გოლი ვერ გაიტანა. მანამდე ასეთი რამ 2009-2010 წლების სეზონში მომხდარა, როცა ესპანელებმა “ლიონთან” 0:1 წააგეს და ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობნენ. საერთოდ კი ამ 29 მატჩიდან მათ მარცხი მხოლოდ 5-ჯერ იწვნიეს.

გასულ სეზონში ნახევარფინალში “ბაიერნის” ძლევით მადრიდულმა გრანდმა უსიამოვნო ტრადიცია დაარღვია – მანამდე “ბლანკოსი” მიჯრით ოთხი სეზონი ნახევარფინალური ბარიერის დაძლევას ვერაფრით ახერხებდა.

კარლო ანჩელოტის შანსი აქვს გახდეს პირველი მწვრთნელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის თასს მეოთხედ დაეპატრონება.

“რეალის” აქამდე გამართული ნახევარფინალები (13 გამარჯვება, 12 მარცხი)

“ბაიერნი” – 5:0 (1:0, 4:0, 2013-2014)

“დორტმუნდი” – 3:4 (1:4, 2:0, 2012-2013)

“ბაიერნი” – 3:3 (1:3 პენალტებში) (1:2, 2:1, 2011-2012)

“ბარსელონა” – 1:3 (0:2, 1:1, 2010-2011)

“იუვენტუსი” – 3:4 (2:1, 1:3, 2002-2003)

“ბარსელონა” – 3:1 (2:0, 1:1, 2001-2002)

“ბაიერნი” – 1:3 (0:1, 1:2, 2000-2001)

“ბაიერნი” – 3:2 (2:0, 1:2, 1999-2000)

“დორტმუნდი” – 2:0 (2:0, 0:0, 1997-1998)

“მილანი” – 1:6 (1:1, 0:5, 1988-1989)

“პსვ ეინდჰოვენი” – 1:1 (მარცხი სტუმრად გატანილი ნაკლები გოლის გამო) (1:1, 0:0, 1987-988)

“ბაიერნი” – 2:4 (1:4, 1:0, 1986-1987)

“ინტერი” – 2:1 (2:0, 0:1, 1980-1981)

“ჰამბურგი” 3:5 (2:0, 1:5, 1979-1980)

“ბაიერნი” – 1:3 (1:1, 0:2, 1975-1976)

“აიაქსი” – 1:3 (1:2, 0:1, 1972-1973)

“მანჩესტერ იუნაიტედი” – 3:4 (0:1, 3:3, 1967-1968)

“ინტერი” – 2:1 (1:0, 1:1, 1965-1966)

“ციურიხი” – 8:1 (2:1, 6:0, 1963-1964)

“სტანდარტი” – 6:0 (4:0, 2:0, 1961-1962)

“ბარსელონა” – 6:2 (3:1, 3:1, 1959-1960)

“ატლეტიკო” – 2:2 (გადათამაშება “რეალმა” 2:1 მოიგო) (2:1, 0:1, 2:1, 1958-1959)

“ვაშაში” – 4:2 (4:0, 0:2 1957-1958)

“მანჩესტერ იუნაიტედი” – 5:3 (3:1, 2:2, 1956-1957)

“მილანი” – 5:4 (4:2, 1:2, 1955-1956)

ფეხბურთელები და მწვრთნელები

კარლო ანჩელოტი “იუვენტუსს” 1999-2001 წლებში ავარჯიშებდა.

ალვარო მორატა “რეალის” სკოლის აღზრდილია. იგი “იუვეში” გასულ ზაფხულს გადაბარგდა.

მადრიდელთა მეორე გუნდის, “კასტილიის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ტურინულ გრანდში ხუთი სეზონი თამაშობდა. მას “იუვესთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალი ორჯერ წაუგია.

“ბილბაოს” შემადგენლობაში ფერნანდო ლორენტეს “რეალისთვის” ხუთჯერ გაუტანია (ორჯერ მადრიდში).

პატრის ევრა, კარლოს ტევესი და კრიშტიანუ რონალდუ “მანჩესტერში” თანაგუნდელები იყვნენ. 2008 წელს კი ჩემპიონთა ლიგაც ერთად მოიგეს.

პოლ პოგბასა და რაფაელ ვარანს 2013 წლის 22 მარტს, საქართველოს ნაკრებთან მატჩისას საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ერთად ჰქონდათ. იმ მატჩში მონაწილეობა ქარიმ ბენზემასაც აქვს მიღებული.

იკერ კასილიასმა, სერხიო რამოსმა, ალვარო არბელოამ და ფერნანდო ლორენტემ მსოფლიოს ჩემპიონატი 2010 წელს ერთად მოიგეს.

ჯანლუიჯი ბუფონი, ლეონარდო ბონუჩი, ანდრეა ბარძალი, ჯორჯო კიელინი, კლაუდიო მარკიზიო და ანდრეა პირლო 2012 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში იკერ კასილიასის, სერხიო რამოსისა და ალვარო არბელოას ესპანეთთან 0:4 დამარცხდნენ.

პირლომ და რამოსმა 2013 წლის კონფედერაციის თასის ნახევარფინალში პენალტები გაიტანეს. ლეონარდო ბონუჩის არაზუსტმა დარტყმამ კი ფინალში “ფურიე როხა” გაიყვანა.

პირლოსა და ჩიჩარიტოს 2013 წელს მექსიკა-იტალიის მატჩისას გოლები აქვთ გატანილი. იმ თამაშში მონაწილეობა ბუფონს, ბარძალის, კიელინისა და მარკიზიოსაც მიუღიათ.

ფაქტები

“იუვენტუსი”

ნახევარფინალში გაღწევიდან ოთხ დღეში “იუვემ” “ტორინოსთან” ტურინული დერბი წააგო. ეს “ბიანკონერის” მე-500 მარცხი გამოდგა სერია A-ში.

ამ მატჩში ჯანლუიჯი ბუფონს შვიდმატჩიანი მშრალი სერია დაირღვა.

“ფიორენტინასთან” მატჩი კალუდიო მარკიზიოსთვის “იუვეს” რიგებში მე-300 გამოდგა.

მარტინ კასერესი და პოლ პოგბა ტრავმების გამო დღეს ვერ ითამაშებენ.

“რეალი”

“რეალს” რვა მატჩია არ წაუგია, მას შემდეგ რაც 22 მარტს “ბარსელონასთან” დამარცხდა (1:2).

ალვარო არბელოამ 2010 წლის მატის შემდეგ ლა ლიგაში თავი პირველად “ალმერიასთან” გამოიჩინა.

16 წლის მარტინ ოდეგორი იმავე “ალმერიასთან” მატჩისას “რეალის” განაცხადში პირველად მოხვდა.

ბოლო 5 მატჩში ჩიჩარიტომ ოთხი გოლი გაიტანა.

დღევადნელ მატჩში “რეალს” ლუკა მოდრიჩი დააკლდება.

სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში

გატანილი გოლი: “იუვენტუსი” 13 – “რეალი” 22

ბურთის ფლობა: 57% - 57%

კარისკენ დარტყმები: 132 – 184

კარში დარტყმები: 50 – 77

არაზუსტი დარტყმები: 56 – 56

დაბლოკილი დარტყმები: 26 – 51

ძელი (ხარიხა): 4 – 5

კუთხურები: 49 – 71

თამაშგარეები: 26 – 23

გაფრთხილებები: 17 – 16

გაძევებები: 0 – 0

0.145848