თამაშგარე

10:50 | 3.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ეზეკიელს და თამარას ოცნება უსრულდებათ

არგენტინელი მცველი, ეზეკიელ გარაი პეტერბურგის “ზენიტში” რომ თამაშობს – ეს მისი კარიერისთვის ერთ-ერთ შავ ლაქადაა მიჩნეული, რადგან არგენტინელ მცველს თავისუფლად შეეძლო ბევრად უფრო კარგი ევროპული კლუბის წევრი გამხდარიყო. თუმცა, მან ასე გადაწყვიტა და აბა ჩვენ რას ვიზამთ?

ეზეკიელის “გარუსებას” თან ერთვოდა ისიც, რომ მას და მის მეუღლეს, ცნობილ ესპანელ მოდელს, თამარა გაროს არა და არ უჩნდებოდათ შვილი და ბავშვის ოცნებაში მათ ლუარსაბი და დარეჯანივით პეტერბურგის არაერთი ისედაც თეთრი ღამე, კიდევ უფრო თეთრად და დარდიანი სექსით აქვთ გათენებული.

ახლა, როგორც იქნა, აღსრულდა გარაისა და გაროს დიდი ხნის ოცნება და თამარა დაორსულდა, რაც არგენტინელმა მცველმა სოციალურ ქსელში თავის კედელზე სიხარულითა და გულისფანცქალით დაწერა.

იმედია, ბავშვის ყოლის შემდეგ მაინც მოეგება ეს ბიჭი გონს და სათამაშოდ ისეთ ქვეყანას მიაშურებს, როგორიც მის კლასსა და საშემსრულებლო ოსტატობას ეკადრება.

0.099071