ჭიდაობა

22:28 | 30.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

პეტრიაშვილის ოქროს დაბრუნება

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს 2015 წლის ჩემპიონატი მძიმე წონითი კატეგორიის ფინალით და ნახევარწლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ ხალიჩაზე დაბრუნებული გენო პეტრიაშვილის გაჩემპიონებით დაგვირგვინდა. გორელმა მძიმეწონოსანმა გადამწყვეტ ბრძოლაში ონელი გიორგი მეშვილდიშვილი (3:2 4:0) დაამარცხა. ფინალამდე კი უმთავრეს კონკურენტებს: დავით მოძმანაშვილსა (2:0 0:0) და გიორგი საკანდელიძეს (1:0 6:3) პირად შეხვედრებში აჯობა.

დღესვე, საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორები კიდევ სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. 61 კილოგრამში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ქუთაისელი ბექა ლომთაძე ავიდა, რომელმაც გადამწყვეტ ბრძოლაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილს აჯობა (0:1 5:1), რომელსაც 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნაკრებში ადგილი განაღდებული აქვს და ამჯერად ერთი წონით მაღლა უბრალოდ, სატურნირო პრაქტიკისთვის იჭიდავა.

70 კილოგრამში ტურნირი წაუგებლად გორელმა დავით ტლაშაძემ ჩაამთავრა. ფინალში მან თბილისელ ვალერი ბოგაევს 2 წუთში მოუმთავრა საქმე (12:2). 86 კილოგრამი წონითი კატეგორიის შიდა კონკურენციაში ყველას თბილისელმა სანდრო ამინაშვილმა აჯობა. საჩემპიონო ბრძოლაში მან თბილისელ ირაკლი მწითურს სძლია (2:2 5:0).

საქართველოს ჩემპიონებმა ოქროს მედლებთან ერთად ეროვნული ნაკრების სახელით ევროპის პირველ თამაშებზე ჭიდაობის უფლებაც მოიპოვეს.

თავისუფალი ჭიდაობა

საქართველოს ჩემპიონატი

თბილისი

29 აპრილი

57 კგ

1 ბექა ბუჯიაშვილი (გორი)

2 ოთარ გოგავა (ხონი. ორც)

3 ლევან მურცხვალაძე (ონი)

3 გივი დავიდოვი (საჩხერე)

65 კგ

1 ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)

2 კონსტანტინე ხაბალაშვილი (გორი)

3 ზურაბ იაკობიშვილი (ყვარელი)

3 დავით ბერძნიშვილი (გორი)

74 კგ

1 ჯუმბერ ყველაშვილი (გორი)

2 იაკობ მაქარაშვილი (თბილისი)

3 რევაზ ივანიშვილი (გარდაბანი)

3 ზურაბ ერბოწონაშვილი (საგარეჯო)

97 კგ

1 ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი. ორც)

2 ომარ გუსოშვილი (გორი)

3 ბექა ჭელიძე (აჭარა)

3 დათო ქერაშვილი (თბილისი)

30 აპრილი

61 კგ

1 ბექა ლომთაძე (ქუთაისი)

2 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი)

3 შალვა ხუციშვილი (გორი)

3 შოთა ფარტენაძე (აჭარა)

70 კგ

1 დავით ტლაშაძე (გორი)

2 ვალერი ბოგაევი (თბილისი)

3 გიორგი ლობჟანიძე (თბილისი. ორც)

3 ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი)

86 კგ

1 სანდრო ამინაშვილი (თბილისი)

2 ირაკლი მწითური (თბილისი)

3 ნოდარ ეგაძე (გორი)

3 გოჩა ლომთათიძე (თბილისი)

125 კგ

1 გენო პეტრიაშვილი (გორი)

2 გიორგი მეშვილდიშვილი (ონი. ორც)

3 გიორგი საკანდელიძე (თბილისი)

3 ლევან გოგრიჭიანი (ონი)

ლაშა კუპრაშვილის ფოტო

0.145978