ფეხბურთი

20:55 | 30.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მერტენსი გარდაიცვალა

ბელგიური “ლოკერენის” 24 წლის მცველი გრეგორი მერტენსი, რომელსაც 27 აპრილს “გენკი” – “ლოკერენის” მატჩისას მოედანზე გული წაუვიდა, 2 დღიანი კომიდან ვერ გამოვიდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ცნობა ბელგიური გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმაც დაადასტურა.

მერტენსი “ლოკერენის” ღირსებას 2013 წლიდან მოყოლებული იცავდა, მანამდე კი “სერკ ბრიუგესა” და “გენტის” რიგებშიც უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093395