ფეხბურთი

22:28 | 27.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვინ ითამაშებს 26 მაისს ფინალში?

ნახევარფინალის მონაწილეთაგან, ისტორიის განმავლობაში თასი მხოლოდ თბილისის დინამოელებს აღუმართავთ. “დინამო” თასის 11-გზის მფლობელია. თბილისელთა გამარჯვებით დამთავრდა ბოლო ორი გათამაშებაც. შარშანწინ ჩეხი დუშან უჰრინ-უმცროსის, შარშან კი მალხაზ ჟვანიას თავკაცობით. ორივე ფინალში დინამოელთა მეტოქე სოსო ფრუიძის გაწვრთნილი ”ჩიხურა” იყო.

ნახევარფინალში “დინამოს” ”ცხინვალთან” ადრეც უთამაშია, 2009-10 წლების გათამაშებაში. მაშინ პირველი მატჩი გორის ქართლის სტადიონზე 0:0 დამთავრდა, საპასუხო შეხვედრაში კი დინამოელებმა თენგიზ ჩიკვილაძის გოლითა და მათე ვაწაძის დუბლით 3:0 იმარჯვეს, ფინალში გავიდნენ და იქ შემდეგ “ვიტ ჯორჯიასთან” დამარცხდნენ.

ახლა კი, „ცხინვალი“ – „დინამოს“ საპასუხო მატჩი ალბათ არა მარტო თასის, არამედ სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება იქნება. თავად განსაჯეთ, ჩემპიონატში პირველი შეხვედრა „დინამომ“ 6:1 მოიგო, გასულ პარასკევს კი ცხინვალელებმა რევანში აიღეს, მრისხანე მეტოქე 4:1 დაამარცხეს და ახლა დინამოელები შეეცდებიან სირცხვილი მოიწმინდონ. პირველ სათასო მატჩში მათ „ცხინვალს“ 2:0 მოუგეს და სამშაბათის ჯახს სოლიდური უპირატესობით ხვდებიან, თუმცა შიდაქართლელბს ევროთასებზე გასვლა განუზრახავთ და უკან არ დაიხევენ.

მეორე მატჩი სამტრედიაში გაიმართება. ორივე გუნდს ზაფხულში ევროზონაში მოხვედრა სურს და რადგან ჩემპიონატში საქმე არცთუ კარგად მისდით, აქცენტი თასზე წარმატებულ თამაშზე გადაიტანეს. „სამტრედიამ“ პირველ მატჩში ჩიხურას“ სტუმრად მინიმალური ანგარიშით მოუგო და ახლა მცირე უპირატესობა აქვს.

საქართველოს თასის ნახევარფინალი. საპასუხო მატჩები. 28 აპრილი

ცხინვალი – დინამო (თბილისი)

თბილისი. “მიხეილ მესხი.” სათადარიგო მინდორი. 16:00

დისკვალიფიცირებული: გიორგი გველესიანი (დინამო)

მსაჯები: გ. დოგრაშვილი, დ. ჩიგოგიძე, მ. კუპატაძე, ა. ნონიკაშვილი, ლ. კვარაცხელია, ი. კვირიკაშვილი (სათადარიგო)

პირველი მატჩი: 0:2

გზა ნახევარფინალამდე:

ცხინვალი. მეთექვსმეტდფინალი: საბურთალო 1:2, 3:0. მერვედფინალი: საპოვნელა: 3:0, 0:0. მეოთხედფინალი: ვიტჯორჯია 4:5, 4:1

დინამო. მერვედფინალი: შუქურა 1:1, 3:1. მეოთხედფინალი: დილა 0:0,1:0

სამტრედია – ჩიხურა (საჩხერე)

სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 16:00

მსაჯები: ჯ. ხორავა, ლ. ვარამიშვილი, დ. გაბისონია, გ. კიკაჩეიშვილი, დ. სანოძე, ხ. გაგნიძე (სათადარიგო)

პირველი მატჩი:1:0

გზა ნახევარფინალამდე:

სამტრედია. მეთექვსმეტედფინალი: ბეთლემი 3:0, 4:1. მერვედფინალი: დინამო (ბათუმი) 1:4, 3:0. მეოთხედფინალი: ტორპედო 2:1, 0:0.

ჩიხურა. მერვედფინალი: ზესტაფონი 0:0, 1:0. მეოთხედფინალი: მეტალურგი 0:0, 3:0.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114648