ფეხბურთი

22:15 | 27.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

პოლიციამ დაადგინა: ბომბი “იუვეს” სექტორიდან ისროლეს

კვირას, იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში ტურინული დერბი გაიმართა. მატჩის დაწყებამდე კი გუნდის გულშემატკივრებს შორის ინციდენტებს მრავლად ჰქონდა ადგილი.

“იუვენტუსის” გულშემატკივართა სექტორიდან ნასროლმა ასაფეთქებელმა ნივთიერებამ, “ტორინოს” 11 ტიფოზი საავადმყოფოში მოახვედრა. აღნიშნული ინფორმაცია პოლიციამ ოფიციალურად დაადასტურა.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი კი ამ საკითხზე უახლოეს მომავალში იმსჯელებს. აღსანიშნავია, რომ ლეგა კალჩოს ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, უკვე შეჩერდა ბილეთების გაყიდვა “სამპდორია” – “იუვენტუსისა” და “პალერმო” – “ტორინოს” მატჩებზე.

დერბი “დელა მოლეს” დაწყებამდე კი “ტორინოს” ქომაგებმა იერიში “იუვენტუსის” ავტობუსზე მიიტანეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111218