ფეხბურთი

18:58 | 27.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ამისულაშვილი აზერბაიჯანის პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

ბაქოს “ინტერის” ცენტრალური მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი ინტერნეტპორტალ azerifootball.com-ის ვერსიით, აზერბაიჯანის პრემიერლიგის 31-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

“ამისულაშვილის დაბრუნებად “ინტერის” დაცვას სოლიდურობა შესძინა. თუ კახა ცხადაძის დანარჩენი თანამემამულეები წმინდა წყლის გასტარბაიტერები არიან, ამისულაშვილი თავის ლეგიონერულ პურს დამსახურებულად ჭამს. გამოცდილმა მცველმა ფრედი მომბონგო “ამოკეტა” და თავისი გუნდის შეტევებს იწყებდა” – იუწყება azerifootball.com-ი ამისულაშვილის შესახებ.

ამისულაშვილი ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში საქართველო-გერმანიის მატჩის დროს დაშავდა და მას მერე არ უთამაშია. ის მოედანს აზერბაიჯანის ჩემპიონატის 31-ე ტურში “ინტერი” – აზალის მატჩის დროს დაუბრუნდა, რომელიც ცხადაძის გაწვრთნილებმა 2:0 მოიგეს.

0.113183