ჭადრაკი

18:37 | 27.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფიდემ მსოფლიო თასისა და ოლიმპიადის ორგანიზების შესახებ საქართველოსთან ხელშეკრულება გააფორმა

27 აპრილს ჩენგდუში გამართულ ფიდეს საპრეზიდენტო საბჭოს სხდომაზე ხელი მოეწერა ოფიციალურ კონტრაქტს ფიდესა და საქართველოს შორის - 2017 წლის მსოფლიო თასისა და 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ორგანიზებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, საზეიმო ხელმოწერაში მონაწილეობდნენ: ფიდეს მხრიდან, პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი, საქართველოს მხრიდან 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე.

0.110837