ფეხბურთი

14:54 | 27.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა ლიპარტია: “სამი ქულა მოვიპოვეთ და ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა”

უკრაინის პრემიერლიგის განვლილ ტურში უჟგოროდის “ჰოვერლასთან” სტუმრად მოგებულ მატჩში (2:1) ლუგანსკის “ზორიას” რიგებში გადამწყვეტი გოლის ავტორმა ჯაბა ლიპარტიამ, კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სამი ქულა დამსახურებულად მოიპოვეს.

ჯაბა ლიპარტია: “რთული მატჩი აღმოჩნდა. უჟგოროდში თამაში ყოველთვის ძნელია. პირველ ტაიმში მეტოქეს ვაჯობეთ და არცთუ ცოტა მომენტი გვქონდა, რომლებიც სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. მეტოქე მეკარემ გადაარჩინა. უჟგოროდელებმა ჩვენს კარში ერთხელ დაარტყეს და გაიტანეს. მეორე ნახევარში ძალა მოვიკრიბეთ, თამაში გავამწვავეთ და მოწინააღმდეგეს პრესინგი მის ნახევარზე დაუწესეთ. ვფიქრობ, ორი საუცხოო გოლი დამსახურებულად გავიტანეთ”.

- საკუთარი თავის რწმენა ბოლო წამებამდე რამდენად მნიშვნელოვანია?

- მას მერე, რაც ჟელკო ლუბენოვიჩმა გოლი გაიტანა, დარწმუნებული ვიყავი, რომ კიდევ ერთხელ მეტოქის კარის აღება და გამარჯვება შეგვეძლო.

- ალბათ, ჩემპიონატში უახლოეს მდევრებს თვალს ადევნებ?

- რა თქმა უნდა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სამი ქულა ავიღეთ.

- რამდენად რთულია, რომ საპასუხისმგებლო მატჩების წინ სატურნირო ცხრილს არ უყურო?

- ჩვენ პროფესიონალები ვართ. გვყავს მწვრთნელი, რომელიც სათანადოდ განგვაწყობს. გვესმის, რომ ქულები, რაც ასაღები გვაქვს, უნდა ავიღოთ. ეს მთავარია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113003