კალათბურთი

11:35 | 27.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილის ორმაგი დუბლი და გამარჯვება ნახევარფინალში

ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ჩემპვილმა” ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში “ალ რიადისთან” პირველი მატჩი 44-ქულიანი სხვაობით დათმო, მეორე თამაშში კი რევანშის აღება მოახერხა, რაშიც ქართველმა ფორვარდმა დიდი წვლილი შეიტანა.

ჩემპვილელებმა შინაურ კედლებში 96:88 მოიგეს, ცქიტიშვილმა კი მოედანზე 35 წუთი დაჰყო და 20 ქულა, 11 მოხსნა (6 შეტევაში) და 4 პასი მოაგროვა.

ნიკოლოზმა 8-დან 2 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ცქიტიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 28-ს უწია, რაც მასპინძელთა რიგებში საუკეთესო იყო. სტუმართაგან მას მხოლოდ აჰმად ისმაილმა აჯობა, რომელმაც 23 ქულით და 11 მოხსნით ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა.

“ჩემპვილის” და “ალ რიადის” ნახევარფინალური დაპირისპირების მე-3 მატჩს, ეს უკანასკნელი 1 მაისს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11868