ჩოგბურთი

22:40 | 26.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა პრაღის ტურნირზე ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში იმყოფება, სადაც მომავალი კვირიდან საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) წყვილთა ბადეში ჩაებმება.

კალაშნიკოვა მონტენეგროელ დანკა კოვინიჩთან გახლავთ შეამხანაგებული და პირველ რაუნდში შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩის და ჩეხი კატერინა სინიაკოვას პირისპირ დადგება.

ცნობისთვის, J&TBanka PRAGUE OPEN-ის ერთეულთა ტურნირში კალაშნიკოვა მონაწილეობას არ მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116327