სხვა

11:29 | 26.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ტურნირი თბილისში

26 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისში, ელიას მთაზე მდებარე 86-ე საჯარო სკოლის (ბეღლეთის ქუჩა #12) სპორტდარბაზში ორგანიზაცია ‘‘Golden Fight Promotion’’-ისა და ‘‘MMA Georgia Federation’’-ის ორგანიზებით შერეული საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ტურნირი, ‘‘GFP Challenge’’ გაიმართება.

გარდა საბრძოლო ხელოვნების (MMA) პოპულარობისა, ტურნირის მიზანია ქართველი პროფესიონალი მებრძოლების ისეთ პრესტიჟულ სარეიტინგო სისტემებში გამოჩენა, როგორებიცაა ‘‘Sherdog’’ და ‘‘Tapology’’.

‘‘GFP Challenge’’-ის მხარდამჭერები არიან: ‘‘დინამო არენა’’, ლუდსახარში ‘‘ზედაზენი’’, კრივის ეროვნული ფედერაცია, სარეკლამო კომპანია ‘‘DAX’’ და ბიზნესმენი ზურაბ ლოცულიშვილი.

ტურნირზე გამართული ყველა ბრძოლა პროფესიონალურია. სულ მონაწილეობას იღებს 26 მებრძოლი საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. გაიმართება 13 სამრაუნდიანი ორთაბრძოლა 8 წონით კატეგორიაში. თითო რაუნდის ხანგრძლივობაა 5 წუთი.

ტურნირი სარეიტინგოა და გამარჯვებულებს ეძლევათ შანსი გააგრძელონ ბრძოლა მომავალ შეჯიბრებებზე სპეციალური პრიზის, GFP-ის ქამრის მოსაპოვებლად.

61 კგ

გიორგი ბორაშვილი - ბიძინა გავაშელი

70 კგ

რობერტ სემიონოვი -ალექსანდრე მუკბანიანი

93+ კგ

ბაჩო წერეთელი - ლევან დემურია

61კგ

ნოდარ ხოტენაშვილი - ალი ქარალი(თურქეთი)

58 კგ

ფარუზ მუსტაფაევი (აზერბაიჯანი) - გიორგი ღაღანიძე

77 კგ

გრიგორ ტუაევი - დავით BEAR ჭვრიტიძე

93 + თეიმურაზ ჭიაბერაშვილი - რობერტ სოგომონოვი

70 კგ

ლევან დვალიშვილი - ილმა გულდუზი ( აზერბაიჯანი)

84 კგ

სერგო სტეფანიშვილი - ლაშა ბერიშვილი

93 +

ლევან სოლოდოვნიკი - გურამ ქოჩიაშვილი

84 კგ

ზაზა „სეტყვა“ დოხნაძე - ლაშა გელაშვილი

66 კგ

ბექა „Spider” ერაძე - სერჰედ გულიევი (აზრბაიჯანი)

93 +

სელიმ დემირქოლი (თურქეთი) - შოთა ბეთლემიძე ( გორი)

რევაზ ბარამიძე

0.192696