თამაშგარე

10:26 | 26.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩიჩას სატრფოს  ფიქრები, პოპულარული ვიქნები...

სანამ მექსიკელი თავმდამსხმელი, ხავიერ ერნანდესი, მთელი მსოფლიო “ჩიჩარიტოდ” რომ იცნობს, თავის ახალ სუპერკლუბს, მადრიდი “რეალს” ეგუება (და ეს შეგუება საკმაოდ კარგადაც გამოსდის) მისი გულისსწორი, ესპანელი ჟურნალისტი, ლუსია ვილალონი შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ ევროპული ტაბლოიდების ობიექტივში არ წაეკვეტოს.

ლუსია ვილალონი თავის ტკბილ “ჩიჩარიტოს” არამხოლოდ მატჩებზე, არამედ ვარჯიშებზეც დაჰყვება და ისე ომახიანად გულშემატკივრობს, თითქოს მთელი ცხოვრების მანძილზე სტადიონზე სიარულისა და ხმის იოგების წყვეტის მეტი ამქვეყნად სხვა არაფერი ეკეთებინოს.

როგორც იცით, მექსიკელმა თავდამასმელმა თავისი გოლით მადრიდული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ნახევრფინალში გაიყვანა, რამაც ჭეშმარიტი აღფრთოვანება მოჰგვარა ლუსიას, რომელმაც თავის კოლეგებთან საუბარში განაცხადა, რომ სანაძლეოს დებს და დარწმუნებულია, ”ჩიჩარიტო” წელს “რეალს” კიდევ ერთ ჩემპიონთა თასს მოაგებინებს. ჩვენ არ ვიცით, რა იყო ამ სანაძლეოს აზრი და მოტივაცია, მაგრამ ცხვარზე და 20 ლიტრა ღვინოზე რომ არ დანიძლავდებოდა, ცხადია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113497