ფეხბურთი

16:34 | 25.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტრაპატონი: “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია”

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი ტრაპატონიმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ლიგის მოგების გამოკვეთილ ფავორიტს ვერ ხედავს.

“ასეთ მაღალ დონეზე რთულია თქვა ვინ გავა ფინალში და ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას. ოთხივე გუნდს აქვს ამბიცია და თასის აწევის შესაძლებლობა. ასეთ დროს პატარა დეტალმა, როგორიც არის ტრავმა, ყვითელი ბარათი, შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. ამიტომ “იუვენტუსს” შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება” – აღნიშნა ტრაპატონიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში 5 მაისს “იუვენტუსი” ტურინში “რეალს” დაუპირისპირდება, ხოლო 6 მაისს “ბარსელონა” “ბაიერნს” უმასპინძლებს.

0.11109