ფეხბურთი

14:30 | 24.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: “ბარსელონა” – “ბაიერნი”, “იუვენტუსი” – “რეალი”

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის კენჭისყრა გამართა. ფინალისწინა გადამწყვეტ ორრაუნდიან ორთაბრძოლებში “ბარსელონა” მიუნხენის “ბაიერნს” დაუპირისპირდება, ხოლო ტურინის “იუვენტუსი” – მადრიდის “რეალს”.

ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები 5 და 6 მაისს ჩატარდება, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 12/13 მაისს.

ჩემპიონთა ლიგის 2014-2015 წლების სეზონის ფინალური დაპირისპირება ბერლინში “ოლიმპშტადიონზე” 6 ივნისს გაიმართება. გადამწყვეტ შეხვედრაში "იუვენტუსსა" და "რეალს" შორის გამარჯვებული მასპინძლის სტატუსით იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.134419