თამაშგარე

11:49 | 20.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ირინა შეიკს ჯასტინ ბიბერი ეფანცქვალება

კი ვწერდით, რომ კრიშტიანუ რონალდუსთან დაშორების შემდეგ, ცნობილ მოდელს, ირინა შეიკს პოპულარული თუ ნაკლებად პოპულარული მამაკაცების რიგი დაუდგა და ამ უშხვართესი გოგონას საწოლში შეთრევას ისეთი ხალხიც კი ცდილობს, რომლებიც აქამდე ამაზე ალბათ ვერც იოცნებებდნენ.

პოპულარული ახალგაზრდა მომღერალი, ჯასტინ ბიბერი სულ რაღაც გუშინ გაეყარა სიჭაბუკეს და უკვე ისე “გათავხედდა”, რომ ირინა შეიკს ეკურკურება და უფრო მეტიც – ჯასტინს იმედი აქვს, რომ ამ რუს_თათარ გოგოს ისე მოხიბლავს, რომ უამრავი თაყვანისმცემლებიდან ირინა მაინცდამაინც მასზე შეაჩერებს არჩევანს.

ამ რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ საზეიმო ბანკეტზე ახლახანს 21 წლის მოყრილი ჯასტინ ბიბერი საქვეყნოდ და დაუფარავად ეფანცქვალებოდა ირინა შეიკს და მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს დიდი ინტერესი არ გამოუმჟღავნებია, ჯასტინი ჯიუტად აგრძელებდა თავისას. აბა რა უნდა თქვა ამ ამბავზე? “ოდეს ვარდი გაიაფდესო” – უთქვამს შოთას...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113605