ფეხბურთი

1:10 | 19.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ნიცაში გაუჭირდა

საფრანგეთის ლიგა 1-ში შაბათი დღის პირველი მატჩი ნიცაში გაიმართა. ლორან ბლანის გუნდმა გასვლით მატჩში 3:1 დაამარცხა “ნიცა,” რაც ბლანის გუნდისთვის ადვილად შესასრულებელი არ იყო. პარიზელების მიერ ანგარიშის გახსნას საპასუხო გოლი მოჰყვა, პსჟ-მ ვითარება მეორე ტაიმში წაიყვანა სასურველი სცენარით, ექვსწუთიან მონაკვეთში პასტორემ და კავანიმ თითო-თითო გაიტანეს და გუნდს სამი ქულა მოაპოვებინეს.

საინტერესო მატჩი გაიმართა მეცის სტადიონზე, რომელიც ერთი გუნდის უპირატესობით წარიმართა. “სენტ-სიმფორიენზე” მასპინძლებმა 3:1 დაამარცხეს უშუალო კონკურენტი “ლანსი.” ანგარიში გამოცდილმა მალუდამ გახსნა, ახალგაზრდა სარმა თერთმეტმეტრიანით ანგარიში ორამდე გაზარდა, მესამე გოლი სტუმართა კარში მაიგამ გაიტანა. ლანსელთაგან პრესტიჟის გოლი მადიანის ანგარიშზეა. ამ მატჩის შემდეგ “მეცი” სამი ქულით უსწრებს მე-20 ადგილზე მყოფ კონკურენტს, თუმცა თეორიულად ლიგაში დარჩენის შანს ყველა აუტსაიდერი ინარჩუნებს.

ფრედ დასრულდა "მონაკოსა" და "რენის" დაპირისპირება. "ლუი მეორეზე" ჟარდიმის გუნდი პირველ ტაიმში სილვას გოლით დაწინაურდა, ამ ანგარიშით გაგრძელდა მეორე ტაიმი, თუმცა მიწურულს, 87-ე წუთზე გროსიცკის პასით ჰაბიბუმ გაიტანა და მასპინძლებს ორი მნიშვნელოვანი ქულა დააკარგვინა. მარცხის მიუხედავად პორტუგალიელი მწვრთნელის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის რეალური შანსი აქვს. ამ მიზნის მიღწევაში მისი კონკურენტი "მარსელის ოლიმპიკი" იქნება.

ნიცა – პსჟ 1:3 (1:1)

ნიცა, “ალიანს რივიერა”

ნიცა: პუპლინი, ამავი, ბოდმერი, ჟენევოსი, პუელი, მენდი, რაფეტრანიაინა (დიგარდი 57), ედუარდო, ეისერიკი, ბენრაჰმა (ჰალტი 62), პლეა (ბოსეტი 69)

მთავარი მწვრთნელი: პუელი

პსჟ: სირიგუ, ორიე, მარკინიო, ლუიზი, დიანე, ლუკასი (ბაჰებეკი 72), კაბაი (მატუიდი 60), რაბიო, პასტორე, კავანი, ლავეცი (მაქსველი 83)

მთავარი მწვრთნელი: ბლანი

გოლები: 0:1 პასტორე (40), 1:1 ბოდმერი (45), 1:2 პასტორე (63), 1:3 კავანი (პენ 69)

მთავარი მსაჯი: სებასტიენ დესაჟე

გაფრთხილება: პასტორე (31), ამავი (74), სირიგუ (75)

ბასტია – რეიმსი 1:2 (0:2)

ფურიანი, “სტად არმანდ სეზარი.”

ბასტია: არეოლა, აიტი (კამანო 81), ბუდებუზი, კაჰუზაკი, დანიკი (ბრანდაო 46), დიაკიტე, ჟილე, მოდესტო, პალმიერი, სიო, სკილაჩი (პეიბერნსი 46)

მთავარი მწვრთნელი: პრინტანტი

რეიმსი: აგასა, დევუ, დიეგო (ალბეკი 88), ფოფანა, ფორტესი (დე პრევილე 77), მანდი, ნ’გოგი (შარბონერი 83), ონიანუ, პუგე, რობერჟე, უებერი

მთავარი მწვრთნელი: გეგანი

გოლები: 0:1 ნ’გოგი (5), 0:2 მანდი (45), 1:2 სიო (47)

მთავარი მსაჯი: ბენოი მილო

გაფრთხილება: ჟილე (25), ნ’გოგი (37), ფოფანა (41), უებერი (49), კაჰუზაკი (54), რობერჟე (69), დე პრევილე (70), პეიბერნსი (71)

GENG

გენგამი – ევიანი 1:1 (1:0)

გენგამი, “სტად დე რუდურუ.”

გენგამი: ლოსლი, ლემაიტრე, სორბონი, კერბრატი, იაკობსენი (ბაკა 30), პაიე, ჟირესი (მარვუა 76), სანჰარე, მატისი (დიალო 84), მანდანე, ბივუ

მთავარი მწვრთნელი: გურვენეკი

ევიანი: ლეროი, საბალი, მონგონგუ, ნუნკუ, იუელსგაარდი (ვასი 73), ტომასონი, ტეიედა, კონე, ნინკოვიჩი (სუგუ 82), სუნუ (ნ’სიკულუ 64), ბლანდი

მთავარი მწვრთნელი: დუპრაზი

გოლი: 1:0 ბივუ (45), 1:1 ბლანდი (50)

მთავარი მსაჯი: რუდი ბუკე

გაფრთხილება: ბლანდი (31), მატისი (52), საბალი (74)

ლორიენი – ტულუზა 0:1 (0:1)

ლორიენი, “ლე მუსტოირი.”

ლორიენი: ლეკომტე, ლე გოფი, ბელუგუ, კონე, გასამა, ბართელმე (ფილიპოტე 57), მესლუბი (მოსტეფა 78), ნდონგი, ჟუფრე, ჟენო (ბრუნო 34), აეუ

მთავარი მწვრთნელი: რიპოლი

ტულუზა: აჰამადა, ნინკოვი, კანა-ბიიკი, იაგო, მუბანჟე, ბოდიგერი, დუმბია (ბლინი 37), აკპა აკპრო, ტრეხო (ტისერანდი 87), ბრეითვაითი, ბენ იედერი (რეგატინი 72)

მთავარი მწვრთნელი: არიბაჟე

გოლი: 0:1ბრეითვაითი (28)

მთავარი მსაჯი: ალექსანდრ კასტრო

გაფრთხილება: ლე გოფი (27), ბელუგუ (74), გასამა (78)

გაძევება: მუბანჟე (86)

მეცი – ლანსი 3:1 (1:0)

მეცი, “სტად სენტ-სიმფორიენი.”

მეცი: მეზუი, ბუსმანი, პალომინო, მილანი, მეტანირე, სარი, კაში, ნ’გბაკოტო, საში (დუკურე 80), მალუდა (ლეჟუნე 83), მაიგა (ბენ იუსეფი 81)

მთავარი მწვრთნელი: კარტიე

ლანსი: რიუ, გბამინი, ლანდრე, კანტარი (ბა აბდული 75), ბულენგე (მადიანი 65), ლემოინე, ნომენიანაჰარი, სიპრიენი, ჩავარია, კულიბალი, ტუზგარი

მთავარი მწვრთნელი: კომბუარე

გოლი: 1:0 მალუდა (13), 2:0 სარი (პენ 57), 3:0 მაიგა (80), 3:1 მადიანი (89)

მთავარი მსაჯი: ფრანკ შნეიდერი

გაფრთხილება: ბუსმანი (25), გბამინი (44), სიპრიენი (77)

მონაკო – რენი 1:1 (1:0)

მონაკო, “სტად ლუი მეორე.”

მონაკო: სუბასიჩი, ვალასე, ტურე (რ. კარვალიო 80), სილვა, რაჯი, მოუტინიო, ფერეირა, ფაბინიო, ელდერსონი, მ.კარვალიო (მარტიალი 57), ბერბატოვი (ტრაორე 67)

მთავარი მწვრთნელი: ჟარდიმი

რენი: კოსტილი, ანდრე (ჰაბიბუ 78), არმანდი, დუკურე (პრჩიჩი 72), ფერნანდესი, მ’ბენგუ, მექსერი, მორეირა, ნ’ტეპი, პედრო (გროსიცკი 60), ტოივონენი

მთავარი მწვრთნელი: მონტანიე

გოლები: 1:0 სილვა (28), 1:1 ჰაბიბუ (87)

მთავარი მსაჯი: ოლივერ ტუალი

გაფრთხილება: ანდრე (16), პედრო (57), ელდერსონი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119152