ფეხბურთი

19:51 | 18.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კროოსს “რეალში” დიდი ხნით დარჩენა სურს

გერმანიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” ნახევარმცველს ტონი კროოსს “სამეფო კლუბში” დიდი ხნით დარჩენა სურს. მსოფლიოს ჩემპიონი ესპანურმა გრანდმა 2014 წლის ზაფხულში მიუნხენის “ბაიერნისგან” 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაიბირა.

“რეალში” დიდი ხნით დარჩენას ვაპირებ. კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. მადრიდში ყოფნით და ჩემი მომავლით ძალიან ბედნიერი ვარ. აგრეთვე ბედნიერი ვარ, როდესაც ოჯახთან დიდ დროს ვატარებ და არ მაქვს ყოველდღიური შეხვედრები ჟურნალისტებთან.” – განაცხადა გერმანელმა.

კროოსმა მიმდინარე სეზონში “რეალის” რიგებში 45 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა. ტონის სატრანსფერო ღირებულება მადრიდულ გრანდში გადასვლის შემდეგ 5 მილიონით გაიზარდა და ამჟამად მისი შეძენა 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძლება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116324