ფეხბურთი

19:12 | 18.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

დე ხეა “რეალში” გადასვლაზე თანახმაა

ესპანურ ტელეარხ la sexta-ს ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელი კარის დარაჯი დავიდ დე ხეა ზაფხულში მადრიდში დაბრუნებაზე თანახმაა, ოღონდ არა “ატლეტიკოს” რიგებში, არამედ – “რეალის”. არახალია, რომ “სამეფო კლუბი” დე ხეასადმი ინტერესს იჩენს. ზემოაღნიშნული ტელეკომპანიის ცნობით, ფეხბურთელმა “რეალის” ხელმძღვანელებს უკვე წინასწარი თანხმობაც განუცხადა.

24 წლის მეკარე “ატლეტიკოდან” “მანჩესტერში” 2011 წლის ზაფხულში გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10916