ფეხბურთი

18:45 | 18.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი, გვარდიოლას მემკვიდრე?..

იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტი” მიუნხენის “ბაიერნში” შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა. ავტორიტეტული გამოცემა არ გამორიცხავს, რომ მომავალი სეზონიდან “რეკორდმაისტერის” სათავეში იურგენ კლოპი ვიხილოთ.

ბოლო დროს პეპ გვარდიოლას პოზიციები მიუნხენურ გიგანტში შეირყა. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გუნდის ლეგენდარულმა ექიმმა მიულერ-ვოლფარჰტმა მიუნხენის დატოვება გადაწყვიტა. თავად ესპანელი კი “ბაიერნიდან” წასვლას გამორიცხავს:

“ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა. როგორც ჩემთვის, ისე ჩემი მეუღლისთვის და ჩემი შვილებისთვის. “ბაიერნში” ბედნიერი ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ”, - თქვა გვარდიოლამ.

რაც შეეხება კლოპს – ჯერ კიდევ “დორტმუნდის” მთავარმა მწვრთნელმა რამდენიმე დღის წინ დაანონსა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდიდან მიდის და ზაფხულიდან ახალი სამუშაოს ძებნას შეუდგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1139