კალათბურთი

17:26 | 18.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

როუზი და ნოა ზაზას წინააღმდეგ ითამაშებენ

როგორც იცით, ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” ჩიკაგოში “ხარებს” პლეი-ოფის პირველ მატჩში დაუპირისპირდება. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩიკაგოს” ტრავმის გამო შესაძლოა როუზი და ნოა ვერ დახმარებოდნენ. Thescore.com-ის ცნობით, ნოაც და როუზიც პლეი-ოფის პირველ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ.

“ჩიკაგოს” პარასკევის ვარჯიშზე გუნდთად ერთად არ იმყოფებოდნენ კირკ ჰაინრიხი და ტაჯ გიფსონი, რომელთა თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

“ჩიკაგო” – “მილუოკის” მატჩი თბილისის დროით 19 აპრილს ღამის 03:00 საათზე დაიწყება. მიმდინარე ჩემპიონატის რეგულარულ სეზონში ეს ორი გუნდი ერთმანეთს 4-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც სამი შეხვედრა “ჩიკაგოს” გამარჯვებით დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111567