სხვა

13:58 | 18.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ასანიძე: “ევროპის ჩემპიონატის უმედლოდ დამთავრება გამორიცხულია”

სპორტის სასახლეში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე დღეს დასკვნითი ბოლო დღეა. 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში დავით გოგიამ ჯამში მეცხრე ადგილი დაიკავა.

გოგიას გამოსვლაზე ძალოსნობის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ მცირე კომენტარი გააკეთა.

გიორგი ასანიძე (საქართველოს ნაკრების მთავარი მწრთვნელი): “რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვარ დავით გოგიას გამოსვლით. მაგრამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. როგორც იცით, მას 2 წელია არ უასპარეზია. რთულია ამდენხნიანი შესვენების შემდეგ სპორტს მედლით დაუბრუნდე. ამ ევროპის უმედლოდ დამთავრება გამორიცხულია, ამიტომ 17:00 საათზე თურმანიძისგან მედალს ველოდებით”.

+105 კილოგრამი წონით კატეგორიაში 17:00 საათზე ასპარეზობაში ქართველთა ბოლო იმედი, ირაკლი თურმანიძე ჩაერთვება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102204