კალათბურთი

13:54 | 18.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდელთა ნაკრებმა რუმინეთში ნახევარფინალი მასპინძლებთან დათმო

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა მასპინძელ რუმინეთს ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოუგო. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა კურორტ ბრაშოვში მიმდინარე საერთაშორისო ოთხთა ტურნირე ნახევარფინალური მატჩი რუმინეთთან 66:79 წააგო.

არადა, სართველოს ნაკრებმა რუმინეთს წინა, ჯგუფის ბოლო ტურის მატჩი მოუგო და მეორე ადგილზე გავიდა. გათამაშების ფორმატის შესაბამისად, გუნდებმა ნახევარფინალური მატჩები ითამაშეს: მე-2 ადგილზე გასული გუნდი მესამეადგილოსანს შეხვდა, ხოლო პირველი – მეოთხეს.

მოხდა ისე, რომ ცხრილის ლიდერები აუტსაიდერებმა დაამარცხეს. ჯგუფის გამარჯვებული თურქეთი ბოლო ადგილზე გასულ ბულგარეთთან დამარცხდა, ხოლო ქართველებმა რუმინელებთან წააგეს. აღსანიშნავია, რომ ქართველებმა ჯგუფში ბულგარეთს 23 ქულით მოუგეს.

რუმინეთთან ნახევარფინალურ შეხვედრაში ქართველებმა უხეიროდ ითამაშეს. როგორც ნაკრების მენეჯერმა, შალვა ონიანმა გვაცნობა, რუმინელები ძალიან მოტივირებულები იყვნენ და აგრესიის ზღვარზე იბრძოდნენ. ქართველებს კი სროლათა ცუდი პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდათ და მატჩი ისე წააგეს, წარმატების რეალური შანსი არ ჰქონიათ.

16-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირი. ბრასოვი. რუმინეთი

ნახევარფინალი

საქართველო 66:79 რუმინეთი

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11375