ფეხბურთი

22:33 | 17.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “ინტერში” მხოლოდ ცხადაძემ ითამაშა

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მორიგ ტურში ბაქოს “ინტერმა” სტუმრად 2:1 დაამარცხა “ბაკი”.კახა ცხადაძის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ქართველებს არ უთამაშიათ, განაცხადში კი მხოლოდ ბაჩანა ცხადაძე მოხვდა, რომელმაც 59-ე წუთზე დუბლის ავტორი სეზარ მეზა კოლი შეცვალა.

საშინაო მარცხი განიცადა გიორგი ჩიხრაძის “სიმურგმა”. “ყარაბაღმა” ქართველი მწვრთნელის გუნდს 2 უპასუხო გოლი გაუტანა.

აზერბაიჯანის ჩემპიონატს 60 ქულით “ყარაბაღი” ლიდერობს, 50 ქულით მეორე ადგილზეა ბაქოს “ინტერი,” რომელსაც ერთით ნაკლები მატჩი აქვს გამართული. გიორგი ჩიხრაძის გუნდი 35 ქულით მე-5 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112096