ჩოგბურთი

19:31 | 17.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩ-ნადალის ნახევარფინალი

სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი მონტე კარლოს “მასტერზ1000”-ის ნახევარფინალში ხორვატი მარინ ჩილიჩის 6:0, 6:3 დამარცხების შემდეგ გავიდა. ამ ეტაპზე “ნოლეს” მეტოქე Monte-Carlo Rolex Masters-ის რვაგზის ტრიუმფატორი რაფა ნადალია, რომელმაც თანამემამულე ვეტერან დავიდ ფერერს დაძაბული ორთაბრძოლა 6:4, 5:7, 6:2 მოუგო.

ჯოკოვიჩისა და ჩილიჩის მატჩი საათსა და 5 წუთს გაგრძელდა. 27 წლის სერბმა 5 ბრეიკი, ერთი ეისი შეასრულა და მარინთან პირადი შეხვედრების ანგარიში 12:0 გახადა.

შეგახსენებთ, რაფა ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი მონტე კარლოს “მასტერზ1000”-ის ფინალში ერთმანეთს სამჯერ არიან შეხვედრილნი. 2009 და 2012 წლებში გადამწყვეტი მატჩი მალიორკელმა მოიგო, 2013-ში კი ბელგრადელმა იმარჯვა.

მონტე კარლოში მეორე ნახევარფინალური წყვილი ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა და ფრანგმა გაელ მონფისმა შეადგინეს.

0.113115