ფეხბურთი

11:35 | 17.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა – 1/4 ფინალი ციფრებში

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე 2014-2015 წლების სეზონის პირველი მეოთხედფინალური მატჩები წარსულს ჩაბარდა. აღნიშნული შეხვედრების შემდეგ საკმაოდ საინტერესო სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა უეფას ოფიაციალურ ვებ-გვერდზე.

“ბარსელონა”

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” წინააღმდეგ მოგებული მატჩი ზედიზედ მეშვიდე გამოდგა კატალონიური გრანდისთვის. სარეკორდო მაჩვენებელი მადრიდის “რეალს” და მიუნხენის “ბაიერნს” ეკუთვნით – 10.

თუმცა, ერთ სეზონში მოგებული მატჩების რეკორდის მფლობელი მაინც “ბარსელონაა”. 2002-2003 წლების სეზონში “ბლაუგრანამ” მიჯრით 9 თამაში მოიგო. “ბარსას” წლევანდელი 7 მატჩიანი სერია ჯგუფური ეტაპის მესამე ტურიდან დაიწყო, როცა ამსტერდამის “აიაქსს” 3:1 აჯობა.

“პარკ დე პრენსზე” ლუის სუარესის მიერ გატანილი პირველი გოლი “ბარსელონასთვის” ჩემპიონთა ლიგაზე რიგით მე-400 გამოდგა. ახლა ჯამში კატალონიელებს 401 გოლი აქვთ გატანილი. უკეთესი შედეგი “რეალს” გააჩნია – 436.

200...

რიკარდო კვარეჟმას მიერ გატანილი თერთმეტრტიანი მიუნხენის “ბაიერნისთვის” ჩემპიონთა ლიგაზე მე-200 გაშვებული გოლი იყო. უფრო მეტი მხოლოდ “რეალს” გაუშვია – 228.

0-0...

მადრიდული დერბი “ატლეტიკოსა” და “რეალს” შორის ნულოვანი ფრით დასრულდა. “რეალს” ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს ასეთი ანგარიშით 2007-2008 წლების სეზონში, პირეოსის “ოლიმპიაკოსის” წინააღმდეგ ეთამაშა. ჯამში კი სულ, მშრალი ანგარიშის გარეშე 78 თამაში დაუგროვდა. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამართული 209 მატჩიდან “სამეფო კლუბს” ანგარიშით – 0:0 მხოლოდ 6-ჯერ უთამაშია.

150...

იკერ კასილიასს და ჩავი ერნანდესს კარგი შანსი აქვთ გახდნენ პირველი ფეხბურთელები ისტორიაში, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე 150 მატჩს გამართავენ. ამჟამად ორთავეს 147-ჯერ უთამაშიათ ლიგაზე. მეოთხედფინალში კასილიასმა 90 წუთი ითამაშა, ჩავი კი მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში.

პირველად!...

კრიშტიანუ რონალდუმ და ლიონელ მესიმ მეოთხედფინალის პირველ შეხვედრებში თავი ვერ გამოიჩინეს. ასეთი რამ კი მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა.

5 ათეული

ტონი კროოსმა “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ლიგაში საიუბილეო, 50-ე მატჩი ჩაატარა (41 “ბაიერნის” რიგებში, 9 – “რეალის”).

27...

“პორტუს” წინააღმდეგ გამართული მატჩი “ბაიერნისთვის მეოთხედფინალებში ჩატარებული 27-ე თამაში იყო. ამით გერმანული გრანდი “მანჩესტერ იუნაიტედს” გაუტოლდა.

23...

მადრიდული დერბი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფების ისტორიაში 23-ე დაპირისპირება იყო ერთი ქვეყნის წარმომადგენელთა შორის. აქედან, მეშვიდედ ითამაშეს ერთმანეთში ესპანურმა გუნდებმა. უფრო კარგი მაჩვენებელი მხოლოდ ინგლისს აქვს – 9.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.155999