თამაშგარე

10:11 | 17.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვეს” პორნოვარსკვლავები ქომაგობენ

ცნობილ პორნო მსახიობებს, ტერა პატრიკსა და ვიტორია რიზის ამქვეყნად იმდენი რამ უნახავთ, მხოლოდ მათი ჩამოთვლა გაგვაწითლებს, მაგრამ ცხოვრება უცნაური შტრიხებითაა სავსე და როგორც გაირკვა, ამ ქალებს საკუთარი საქმის გარდა, იტალიური საფეხბურთო კლუბი, ტურინის “იუვენტუსიც” ყვარებიათ.

ტერამ და ვიტორიამ ამ რამდენიმე დღის წინ, განიერ მკერდზე მოირგეს ტურინული კლუბის მაისურები და განაცხადეს: ჩვენ “იუვეს” ქომაგები ვართ და თუკი სხვები მხოლოდ სტადიონზე წივილ-კივილით შემოიფარგლებიან, ჩვენ მზად ვართ, ალეგრის ბიჭებს უფასო სექს-შოუ ჩავუტაროთო.

ეს ქალბატონები მსგავს რამეს რომ ჩაიდენენ, ეჭვი ნურავის შეეპარება, მაგრამ საშიში ისაა, რომ მათ მიერ დაანონსებული შოუ ერთ კარგ დაშხოშიან ორგიაში არ გადაიზარდოს, რადგან ჩვეულება ისეთი რამაა, შეიძლება სულ არ გინდოდეს, მაგრამ თავისით აგაცუნდრუკოს და შეგახსენოს თავი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118549