ჩოგბურთი

19:05 | 16.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაფა წინ მიიწევს

მსოფლიო რეიტინგსიის მეხუთე ნომერი რაფა ნადალი მონტე კარლოს Monte-Carlo Rolex Masters-ის მეოთხედფინალში ამერიკელი ჯონ იზნერის 7:6, 4:6, 6:3 ძლევის შემდეგ გავიდა და მის მომდევნო მოწინააღმდეგეს ფრანგი ჟილ სიმონისა და ესპანელი დავიდ ფერერის მატჩი გამოავლენს.

28 წლის რაფასა და მასზე წლით უფროსი ჯონის შეხვედრამ 2 საათსა და 20 წუთს გასტანა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში მალიორკელმა ერთი ბრეიკი და 7 ეისი შეასრულა. ნადალი მეხუთედ შეხვდა იზნერს და მეხუთედაც შეძლო მისი დამარცხება.

ამასობაში, ნადალმა დაადასტურა, რომ შტუტგარტის АТР MercedesCup-ის ტურნირზე იასპარეზებს. ეს შეჯიბრება 8-14 ივნისს ჩატარდება. რაფას შტუტგარტში 2005 და 2007 წლებში უმარჯვია, წლეულს კი შეჯიბრება ბალახის საფარის კორტზე ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132461