ფეხბურთი

17:30 | 16.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

გაბრიელ მილიტო “ესტუდიანტესის” მთავარი მწვრთნელია

არგენტინულ კლუბ “ესტუდიანტესის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გაბრიელ მილიტო დაინიშნა. ამ დრომდე აღნიშნულ პოსტზე მაურისიო პელეგრინო მუშაობდა, თუმცა ზედიზედ 5 მოუგებელი თამაშის შემდეგ კლუბის დატოვება მოუწია.

არგენტინელს საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო გამოცდილება არ მიუღია. გაბრიელ მილიტოს სამწვრთნელო კარიერაში “ესტუდიანტესი” პირველი გუნდია.

არგენტინის პრემიერა დივიზიონში, რომელშიც 30 გუნდი იღებს მონაწილეობას, “ესტუდიანტესი” 11 ქულით მე-16 ადგილზეა.

გაბრიელ მილიტომ მოთამაშის კარიერა 1997 წელს “ინდეპენდიენტეს” რიგებში დაიწყო. თამაშობდა “სარაგოსასა” და კატალონიის “ბარსელონაში,” კარიერის უკანასკნელი სეზონი კი მშობლიურ “ინდეპენდიენტეში” გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120941