ფეხბურთი

18:12 | 14.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპაში “რეალს” ყველაზე მეტი გოლი გააქვს

Huawei-მ მორიგი სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. ამჯერად თუ რომელ გუნდს გააქვს ყველაზე მეტი გოლი ევროპაში. ამ მხრივ ლიდერი მადრიდის “რეალია” – ესპანურმა გრანდმა აქამდე ჩატარებულ 31 მატჩში 92 გოლის გატანა შეძლო, რაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 2.97% გოლს უდრის. აქედან 38 ბურთი პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზეა.

მეორე ადგილზე კატალონიის “ბარსელონაა”. “ბარსამ” 31 თამაშში 87 გოლი გაიტანა (2.81%). 34 გოლი არგენტინელ ლიონელ მესიზე მოდის.

მოწინავე სამეულს მიუნხენის “ბაიერნი” ასრულებს – “რეკორდმაისტერს” 28 შეხვედრაში 74 გოლი აქვს შეგდებული. საშუალოდ თამაშში – 2.64.

პირველი ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:

“რეალი” (ესპანეთი) – 92 გოლი (2.97%)

“ბარსელონა” (ესპანეთი) – 87 გოლი (2.81%)

“ბაიერნი” (გერმანია) – 74 გოლი (2.64%)

“ვოლფსბურგი” (გერმანია) – 62 გოლი (2.21%)

“ჩელსი” (ინგლისი) – 64 გოლი (2.06%)

“სიტი” (ინგლისი) – 65 გოლი (2.03%)

“არსენალი” (ინგლისი) – 63 გოლი (1.97%)

“მარსელი” (საფრანგეთი) – 62 გოლი (1.94%)

“ლიონი” (საფრანგეთი) – 60 გოლი (1.94%)

“ლაციო” (იტალია) – 58 გოლი (1.93%)

შენიშვნა – მონაცემები შედგენილია მხოლოდ წამყვანი ხუთი ჩემპიონატიდან. მასში არაა შესული ევროტურნირის ეგიდით ჩატარებული მატჩები. ხოლო შედეგები დათვლილია უკეთესი პროცენტული მაჩვენებლებით.

0.109377