თამაშგარე

10:26 | 10.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტიმ ჰოვარდის ოჯახური იდილია

ასაკის დამმარცხებელი ამერიკელი გოლკიპერის, ტიმ ჰოვარდის ცოლი, მსახიობი სარა ლისანი აღფრთოვანებულია საკუთარი ქმრის ერთგულებით და სიყვარულით. როგორც სარა ირწმუნება, მას ტიმის მარადიულ ტრფობასა და მუდმივ ერთგულებაში ერთი წამითაც კი არ შეჰპარვია ეჭვი.

ვეტერანი გოლკიპერი და მისი მეუღლე დაახლოებით 7 წლის განმავლობაში გერლფრენდ-ბოიფრენდების სტატუსით თანაცხოვრებდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება ოფიციალურად დაქორწინების შესახებ. როგორც სარა ამბობს, მათი სიყვარული დღესაც გრძელდება.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სარა ლისანი თავის საქმეში ნაკლებად წარმატებული მსახიობია და სახელი ძირითადად სარეკლამო კლიპეპში გადაღებით გაითქვა. რეალობა კი ისაა, რომ ტიმ ჰოვარდი დედამიწის ორივე ნახევარსფეროში ნამეტანავად პოპულარული ვინმეა და მისი ცოლობა უკვე ერთგვარად დიდ სტატუსად შეგვიძლია განვიხილოთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131277