ფეხბურთი

23:32 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

პიკე: “ბარსელონას” ხავის გარეშე არ გაუჭირდება”

ხერარდ პიკეს განცხადებით, კატალონიური კლუბი მზად არის იმისთვის, რომ 35 წლის ვეტერანმა ნახევარმცველმა ხავიმ საფეხბურთო კარიერა სხვა კლუბში განაგრძოს. პიკე ხავის შესაძლო ტრანსფერზე www.europapress.es- ს ესაუბრა.

“ბარსელონა” მზად არის ნებისმიერი სირთულის დასაძლევად. ჩვენი კლუბი რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფიგურამ დატოვა, თუმცა კლუბი ჩვეულად განაგრძობს ცხოვრებას. კარლეს პუიოლისა და პეპ გვარდიოლას გარეშე დავრჩით, თუმცა დრო მიდის და სატრანსფერო პოლიტიკა მოდუნების უფლებას არ გვაძლევს.

ხავი ლა მასიას აკადემიის აღზრდილი და კლუბის სახეა. თუ “ბარსელონას” დატოვებს, კლუბისთვის მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება, თუმცა ამ დანაკლისის აღმოფხვრა შესაძლებელია” – დაასრულა ესპანელმა ფეხბურთელმა.

როგორც ცნობილია, ხავი მოლაპარაკებას ერთ-ერთ ყატარულ კლუბთან აწარმოებს და სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა კატალონიელთა რიგები დატოვოს.

1998 წლიდან, გამოცდილი ნახევარმცველი “ბარსელონას” ძირითადი გუნდის წევრია. მის შემადგენლობაში 500-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და უამრავი ტიტული მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06843