ფეხბურთი

22:23 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფორლანის გოლები ჯეი ლიგაში (+VIDEO)

იაპონიის ჯეი ლიგაში “ჯეფ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე ფრედ 4:4 ითამაშა “სერესო ოსაკასთან”. სტუმართა შორის დუბლი შეასრულა “მანჩესტერ იუნაიტედის,” “ვილიარეალისა” და მადრიდის “ატლეტიკოს” ყოფილმა ფეხბურთელმა დიეგო ფორლანმა. 35 წლის მოთამაშემ პირველი გოლისას საკმაოდ რთულ ეპიზოდში მოახერხა კარისკენ ზუსტად დარტყმა.

ვეტერანი ურუგვაელის თანაგუნდელია კლოდემირ ჟერონიმო ბარეტო, იგივე კაკაუ, რომელიც ბუნდესლიგაში წლების განმავლობაში თამაშობდა, 2010 წლის მუნდიალზე კი გერმანიის ნაკრებთან ერთად ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ფორლანის გოლებს შორის ერთი გოლი სწორედ კაკაუს ანგარიშზეა.

თამაშში გასული 8 გოლიდან 6 ლეგიონერების ანგარიშზეა, ორი გოლი კი ადგილობრივმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. მასპინძელთა მხრიდან დუბლი შეასრულა სლოვენიელმა ნეზ პეჩნიკმა, გოლის გატანა ასევე მოახერხა ბრაზილიელმა პაულინიომ.

0.119967