ფეხბურთი

21:15 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მალაგა” ნეისმიტით დაინტერესდა

ესპანური “მალაგა” ინგლისური “ევერტონის” შემტევით სტივენ ნეისმიტით დაინტერესდა – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი.

ანდალუსიური კლუბის ხელმძღვანელობას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეტევის გაძლიერება სურს და შოტლანდიელი ფეხბურთელი სასურველი ვარიანტად მიაჩნიათ. მას “ევერტონთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და დაახლოებით 5 მილიონ ევროდაა შეფასებული.

28 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 33 შეხვედრა ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10021