ფეხბურთი

20:50 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მატეო დარმიანი “ბარსელონას” ყურადღების ქვეშ

ესპანური მედიის ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს იტალიური “ტორინოს” განაპირა მცველის, მატეო დარმიანის ყიდვას ეცდება. ტრანსფერის ინიციატორი კატალონიური გრანდის სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა გახლავთ. “ბლაუგრანა” ბოლო ხანებში გამალებით ეძებს ბრაზილიელი დანი ალვეშის შემცვლელს, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება.

დარმიანი “მილანის” სკოლის აღზრდილია და სერია A-ში დებიუტი ჯერ კიდევ 2007 წელს, 17 წლის ასაკში ჰქონდა. სახელი კი მაინც “ტორინოში” თამაშით გაითქვა. ბოლო დროს იგი იტალიის ნაკრებშიც მუდმივად ხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111288