სხვა

19:51 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

პეგასმა მოიგო, ბრძოლა გრძელდება

ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატის მე-12 ტურში, თბილისის პეგასმა 27-23 დაამარცხა უშუალო კონკურენტი, ბათუმი და ფინალურ ოთხეულში გასვლის შანსი შეინარჩუნა. პეგასი ბათუმს 3 ქულით ჩამორჩება რეგულარული ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე.

თბილისელებს პირველი მატჩი 2 ბურთით ჰქოდათ წაგებული ახლა კი ბათუმთან პირად შეხვედრებში უპირატესობა აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილი 2 მატჩში, ქუთაისთან და სამტრედიასთან, ბათუმელებს 1 ქულა არ ჰყოფნით და ერთი მოგება სჭირდებათ მეოთხე ადგილის დასაბევებლად, თავის მხრივ, პეგასმა აუცილებლად უნდა მოუგოს ფოთსა და ქარიშხალას. ბოლო ორი ტური 2 და 3 აპრილს ჩატარდება გლდანში, ფინალური ოთხეულის ტურნირი კი - 15-16 მაისს. სტუს, სამტრედიასა და ქუთაისს იქ ასპარეზობა უკვე განაღდებული აქვთ.

ბათუმ-პეგასის მატჩი თავიდან ბოლომდე დაძაბული იყო. ტაიმი 13-13 მორჩა, დასრულებამდე ათიოდ წუთით ადრე ანგარიში 20-20 იყო. აქ ბათუმმა ცხვარაშვილის გაძევების გამო ორწუთიანი მეტობა მიიღო და ორი ბურთითაც დაწინაურდა - 22-20, მაგრამ ტიტე კალანდაძის გუნდმა 7-1 მოიგო ბოლო მონაკვეთი დიხამინჯიას ორი სწრაფი გარღვევის, მარჯვენა ინსაიდ ლეჟავას შედეგიანი პასებისა და პივოტ კოხრეიძის კარგი თამაშის წყალობით.

დღესვე სტუ-მ დაამარცხა იმედი 37-21, სამტრედიამ - ქარიშხალა 49-37, ხოლო ქუთაისმა - ფოთი 43-37.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი.

გლდანი. 1 აპრილი, 12 ტური

იმედი - სტუ 21-37

იმ: ხარაიშვილი, ლორია, ლილუაშვილი - ზ. იობაშვილი 4, ჰუსეინოვი 3, რუსტამოვი 2, მიქავა 2, ტიგიშვილი 2, გოზალოვი 2, ბაზანოვი 2, ბაინაზიშვილი 1, მღებრიშვილი 1, გოგუა 1, მელაშვილი 1, ყორიაული, ფურცელაძე

სტუ: ა. სამიტაშვილი, მღებრიშვილი - გოგოლაძე 7, მ. კობახიძე 6, ბეჟანიშვილი 5, ჭელიძე 4, სტურუა 4, მაისაშვილი 3, ჩაკვეტაძე 3, აბაშიძე 2, ოსიყმაშვილი 2, ი. სამიტაშვილი 1, აბდულაევი, გვაზავა

სამტრედია - ქარიშხალა 49-37

სამ: სამყურაშვილი, ხონელიძე - ნიკურაძე 12, ხაჟომია 8, გ. იობაშვილი 6, სიხარულიძე 6, წივწივაძე 5, გ. კობახიძე 5, ვ. ზურაბიანი 4, ღაღანიძე 2, ი. ნარსია 1, თევზაძე

ქარ: ხანდოლიშვილი, დ. მამულაშვილი - ბულბულაშვილი 17, არსენაშვილი 7, ზ. ფერაძე 6, ლ. მამულაშვილი 5, შევჩენკო 2, ჭინჭარაძე, კორაშვილი, კვირკველია, ქურასბედიანი

ბათუმი - პეგასი 23-27

ბათ: ცერცვაძე - სურმავა 7, გოგალაძე 5, ამირანაშვილი 4, გამზარდია 4, ქარდავა 2, ჯორბენაძე 1, აბრამიშვილი, გრიშიკაშვილი, ბერძენიშვილი, ვინოგრადსკი

პეგ: ცინცაძე - ცხვარაშვილი 6, კოხრეიძე 5, დიხამინჯია 5, აბჟანდაძე 3, ზარნაძე 3, ბაძაღუა 2, მაისურაძე 1, ლეჟავა 1, გიორგაძე 1, ნაზღაიძე

ქუთაისი - ფოთი 43-37

ქუთ: ანდრიაძე, კუპატაძე - მათნაძე 12, კბილაშვილი 10, კვერნაძე 10, უ. მაისურაძე 5, ჩიხლაძე 4, მერკვილაძე 2, უ. კობახიძე, ჯუღელი, ტუღუში

ფოთ: ზარგინავა - ალანია 11, ბიბილეიშვილი 8, მიქაძე 6, დაგარგულია 5, ჟვანია 5, ბაჯალაძე 1, ხუნჯუა 1, კუჭავა

მსაჯები: ე. არაბული, ი. ჭკუასელი, ა. კომახიძე

მდგომარეობა--თ---მ--ფ---წ------ბ-----ქ

სტუ-------------12--12—0—0--407-313-24

სამტრედია-----12—9—1—2--444-338-19

ქუთაისი--------12—9—0—3--396-342-18

ბათუმი---------12—7—0—5--392-317-14

პეგასი-----------12—5—1—6--339-318-11

ქარიშხალა------12—4—0--8--365-412--8

ფოთი------------12—0--1--11--344-484--1

იმედი-----------12—0—1--11--273-436--1

2 აპრილი, 13 ტური

12:00 სტუ - სამტრედია

13:30 პეგასი - ფოთი

15:00 ქუთაისი - ბათუმი

16:30 ქარიშხალა - იმედი

3 აპრილი, 14 ტური

12:00 ფოთი - იმედი

13:30 სამტრედია - ბათუმი

15:00 სტუ - ქუთაისი

16:30 პეგასი - ქარიშხალა

5-8 ადგილები, კლასიფიკაცია - 7-9 მაისი, თბილისი

ოთხთა ფინალი - 15-16 მაისი, თბილისი

0.120399