ფეხბურთი

19:15 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩიხრაძემ ევროპის ლიგისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის 27-ე ტურში, ზაქათალის “სიმურგმა”, რომელსაც გიორგი ჩიხრაძე წვრთნის, თავის მოედანზე ბაქოს აზალ-ი 1:0 დაამარცხა და 35 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.

მასპინძლებმა ერთადერთი გოლი 38-ე წუთზე პენალტიდან გაიტანეს და მისი ავტორი ჩერანი აღმოჩნდა. ქართველი ცენტრალური მცველი ლაშა კასრაძე, რომელიც აქამდე აზალ-ის სასტარტო შემადგენლობაში თამაშობდა, მოედანზე მე-80 წუთზე შეცვლაზე შევიდა.

“რთული და დაძაბული თამაში აღმოჩნდა. პირველიდან ბოლო წუთამდე საშიშროება იყო, რომ მეტოქეს გოლი გაეტანა. ფეხბურთელებს ამ შეხვედრის მნიშვნელობა ესმოდათ. გამარჯვება მეოთხე ადგილს მოგვიტანდა. აუცილებელია დაკავებული პოციზია შევინარჩუნოთ, რომ ევროპის ლიგაში ვითამაშოთ” – თქვა ჩიხრაძემ მატჩის მერე.

0.12898