ფეხბურთი

19:01 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

გადრანი “ჩერნომორეცში” ჩაირიცხა

“გაგრას” ყოფილი მცველი გიორგი გადრანი კარიერას უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის კლუბ ოდესის “ჩერნომორეცში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი football.ua იუწყება.

ოდესელებმა 20 წლის ქართველი გუნდის განაცხადშიც შეიყვანეს და ის “ჩერნომორეცში” 15-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ზამთარში გადრანი კიდევ ერთ უკრაინულ კლუბ დონეცკის “ოლიმპიკში” ისინჯებოდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ალექსანდრე ჩივაძეს გადრანი ცოტა ხნის წინ დასრულებულ თურქულ შეკრებაზე ჰყავდა და უკრაინის 20-წლამდელებთან ორივე ამხანაგური მატჩი სასტარტოში ათამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114018