კალათბურთი

18:44 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეორე ფინალისტის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა

თბილისში მიმდინარე კალათბურთელთა საერთაშორისო სტუდენტური ლიგის ოთხთა ტურნირის მეორე ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს ასპარეზობის ერთ-ერთი ლიდერი თბილისის სტუ და ხარკოვის ხტუ დაუპირისპირდნენ. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ, მაგრამ პარკეტზე მოვლენები პროგნოზის საპირისპიროდ განვითარდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში სტუმრები ლიდერობდნენ. ერთ-ერთ მომენტში ანგარიშში სხვაობა ხარკოველთა სასარგებლოდ 22 ქულამდეც კი გაიზარდა. დიდი მცდელობის მიუხედავად, ქართველმა სტუდენტებმა მატჩის გადარჩენა ვერ შეძლეს და მიმდინარე ტურნირზე პირველად დამარცხდნენ. მატჩის საბოლოო ანგარიშია 92:77 ხარკოველთა სასარგებლოდ.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 33 ქულა სტუმართა გუნდის წევრმა ანტონ როჩნიაკმა დააგროვა. 13 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი როჩნიაკის თანაგუნდელმა როდიონ ბოროვსკიმ შეასრულა. სტუ-ს შემადგენლობაში ყველაზე მეტი 21 ქულა გუნდის კაპიტანმა გიორგი ჯგერენაიამ მიითვალა. 10 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი ბექა ბექაური გახდა.

აღნიშნულ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა საკმაოდ გართულდა, ფინალური ტურნირის მეორე საგზურის მოპოვების შანსი მეორე-მეოთხე ადგილებზე მყოფ სამივე გუნდს აქვს. რამდენიმე ვარიანტი არსებობს, რომლის ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. თეორიულად შეიძლება მოსკოველმა სტუდენტებმა ხარკოველებთან ან ქართველ კალათბურთელებთან ერთად თანაბარი ქულები დააგროვონ, მაგრამ ბურთების კარგი შეფარდების გამო ფინალის ერთ-ერთი საგზური განაღდებული აქვთ.

სტუ – ხტუ 77:92 (16:24, 21:22, 20:33, 20:13)

ბოლო ტურის შეხვედრათა განრიგი

2 აპრილი

13:30 ხარკოვი – კალინინგრადი

15:30 თბილისი – მოსკოვი

სატურნირო მდგომარეობა ორი ტურის შემდეგ

მოსკოვი 2 2 0 4
თბილისი 2 1 1 3
ხარკოვი 2 1 1 3
კალინინგრადი 2 0 2 2

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.224835