სხვა

16:24 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყიფიანმა ახალი მოადგილე - ნუგზარ კევლიშვილი წარადგინა

1 აპრილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა სამინისტროს აპარატის თანამშრომლებსა და სსიპების წარმომადგენლებს ახალი მინისტრის მოადგილე - ნუგზარ კევლიშვილი წარუდგინა.

ნუგზარ კევლიშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრის 2015 წლის 25 მარტის ბრძანებით დაინიშნა.

იგი ასევე შეითავსებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" უფროსის თანამდებობას, რომელსაც 2013 წლიდან იკავებს.

სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122982