რაგბი

14:52 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთი-საქართველო საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში

საქართველოს 18-წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრები 4 აპრილს, ევროპის ჩემპიონატის ფინალში, საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. საფრანგეთიდან ამ მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟის ხილვას ქართველი გულშემატკივარი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე შეძლებს.

"მაყურებლის დიდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ფინალში გადასვლისთანავე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოლაპარაკებები დაიწყო საფრანგეთის მხარესთან პირდაპირი ტრანსლაციის საკითხებთან დაკავშირებით. შეთანხმება უკვე მიღწეულია, ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური დეტალების დაზუსტება. 4 აპრილს 19:00 საათზე პირველი არხის ეთერში განხორციელდება პირდაპირი ტრანსლაცია საფრანგეთიდან. საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმატებას უსურვებს ჩვენს მორაგბეებს!" - აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106731