ისტორია

10:09 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

1 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1933 – დაიბადა რობერტ შავლაყაძე. სიმაღლეზე ხტომაში რომის 1960 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში, 216 სმ სიმაღლეზე გადებულ თამასას პირველივე ცდიდან გადაევლო. 1959 წელს მოიგო აშშ-სსრ კავშირის მძლეოსანთა ნაკრებების “გიგანტთა მატჩი”. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1964) და სამგზის ვიცე-ჩემპიონი (1959, 1960, 1962). ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1962). ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიადაზე სათანადო შედეგს ტრავმის გამო ვერ მიაღწია და მეოთხე ადგილზე გავიდა. მოგებული აქვს მრავალი საერთაშორისო ტურნირი. 1977-1980 წლებში წვრთნიდა კონგოს ნაკრებს და ამ ქვეყნის სპორტსმენებს მრავალი ტიტული მოაპოვებინა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1876 - ბეისბოლის ეროვნულ ლიგაში პირველი მატჩი ჩატარდა. “ბოსტონმა” “ფილადელფიას” 6:5 მოუგო.

1888 - ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში საფეხბურთო კლუბი “სპარტა” დაარსდა.

1906 - პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა ჩეხოსლოვაკიის საფეხბურთო ნაკრებმა. უნგრეთთან მატჩი მან 1:1 დაასრულა.

1938 - ჯო ლუისმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ჰარი ტომასი მეხუთე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1955 - პარიზში მიიღეს გადაწყვეტილება ფეხბურთში ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშების ჩატარების თაობაზე.

1980 - უეინ გრეცკიმ ბობი ორის რეკორდი გააუმჯობესა. მან ჰოკეის ეროვნული ლიგის ერთ სეზონში 103 შედეგიანი პასი გაუკეთა პარტნიორებს.

1991 - მიხეილ ყაველაშვილმა ფეხბურთში ეროვნულ პირველობებზე თბილისის “დინამოს” მე-100 გოლი გაიტანა. ეს “ქუთაისთან” შეხვედრისას მოხდა. “დინამომ” ის მატჩი 5:1 მოიგო.

1992 - ჰოკეის ეროვნული ლიგის 75 წლიან ისტორიაში პირველად, ამ ასოციაციის მოთამაშეებმა გაფიცვა მოაწყეს.

1995 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ნიუ იორკ აილენდერზის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ბობი ნისტრიომის 23 ნომრიან მაისურს გუნდის სხვა არც ერთი მოთამაშე აღარ ჩაიცვამდა.

1997 - ლეგენდარულმა კანადელმა ჰოკეისტმა გორდი ჰოუმ, 69 წლის ასაკში ჰოკეის ამერიკის ლიგის (AHL) კლუბ “სირაკუზი ქრანჩის” რიგებში იასპარეზა.

2005 - საფეხბურთო კლუბ მიუნხენის “ბაიერნის” ვებ-გვერდზე საპირველაპრილო ხუმრობა გამოქვეყნდა: თითქოს ბავარიელები დევიდ ბექჰემის ყიდვას აპირებდნენ. მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობამ ეს ცნობა სერიოზულად მიიღო და კატეგორიულად უარყო.

2008 - ჩატარდა საკალათბურთო ევროლიგის მეოთხედფინალის პირველი შეხვედრები: “სიენა” (იტალია)-“ფენერბაჰჩე” (თურქეთი) 73:66, “ტაუგრესი” (ესპანეთი)-“პარტიზანი” (სერბია) 74:66, “მაკაბი” (ისრაელი)-“ბარსელონა” (ესპანეთი) 81:75, ცსკა (რუსეთი)-“ოლიმპიაკოსი” (საბერძნეთი) 74:76

2008 - თანამდებობიდან გადადგა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი კლაუს ტოპმიოლერი.

2008 - მექსიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი უგო სანჩესი დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს.

2009 - მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩერნოგორიას 0:0 დაუზავდა. შეხვედრა თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ჩატარდა. ჩვენ ნაკრებს ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდა.

2012 - იტალიის სერია A. “ინტერი”-”ჯენოა” მსაჯმა 4 პენალტი დანიშნა, აქედან 3 ჯენოამ დაარტყა. საბოლოოდ მატჩი “ინტერმა” 5:4 მოიგო. შეხვედრაში კახი კალაძე თამაშობდა.

2014 - საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ფინეთის ქალაქ ვანტააში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრა. კონსტანტინე ხაბალაშვილმა (65 კგ) ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგო და მესამე ადგილი დაიკავა.

ამ დღეს დაიბადნენ

1906 - სიგვე ლიე. ნორვეგიელი აფროსანი. 1948 და 1952 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.

1933 - რობერტ შავლაყაძე. სიმაღლეზე ხტომაში რომის 1960 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში, 216 სმ სიმაღლეზე გადებულ თამასას პირველივე ცდიდან გადაევლო. 1959 წელს მოიგო აშშ-სსრ კავშირის მძლეოსანთა ნაკრებების “გიგანტთა მატჩი”. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1964) და სამგზის ვიცე-ჩემპიონი (1959, 1960, 1962). ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1962). ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიადაზე სათანადო შედეგს ტრავმის გამო ვერ მიაღწია და მეოთხე ადგილზე გავიდა. მოგებული აქვს მრავალი საერთაშორისო ტურნირი. 1977-1980 წლებში წვრთნიდა კონგოს ნაკრებს და ამ ქვეყნის სპორტსმენებს მრავალი ტიტული მოაპოვებინა.

1938 - ლერი გოგოლაძე. ქართველი წყალბურთელი. ამპლუით გოლკიპერი. 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი. 1962 წლის ევროპის პირველობის ვიცე-ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის პირველობების მრავალგზის პრიზიორი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი.

1946 - არიგო საკი. იტალიის საფეხბურთო ნაკრების, “მილანის,” “პარმას,” მადრიდის “ატლეტიკოს” ყოფილი მთავარი მწვრთნელი. ასევე, მადრიდის “რეალის” საფეხბურთო დირექტორიც იყო. 1994 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე “სკუადრა აძურა” ფინალში გაიყვანა. იტალიელები ბრაზილიის ეროვნულ გუნდთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ. საკის “მილანთან” ერთად ქვეყნის ჩემპიონობა და თასი აქვს მოპოვებული, აგრეთვე ჩემპიონთა თასი, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი.

1948 - მიხაილ გერშკოვიჩი. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრებისა და მოსკოვის კლუბების “ტორპედოს,” “დინამოსა” და “ლოკომოტივის” ფორვარდი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩაატარა 10 მატჩი, გაიტანა 3 გოლი.

1948 - ხავიერ ირურეტა. ესპანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მოთამაშეობისას ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ერთხელაც “სამეფო თასი” მოიპოვა. 1974 წელს ფლობდა საკონტინენტთაშორისო თასს. 1998 და 2000 წლებში კი დაასახელეს ესპანეთის საუკეთესო მწვრთნელად.

1949 - სემი ნელსონი. ლონდონის “არსენალის” ჩრდილოირლანდიელი მცველი. “მეთოფეთა” შორის ჩაატარა 255 შეხვედრა, გაიტანა 10 გოლი. 1970 წელს დაეუფლა უეფას თასს. სემი ნელსონი ინგლისის ჩემპიონი და ორჯერ ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის თასის მფლობელი იყო.

1952 - რეი რობინსონი. ამერიკელი მოცურავე. 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი 100 მ-ზე ცურვაში.

1953 - ალბერტო ძაკერონი. “ბოლონიას”, “უდინეზეს”, “მილანის”, “ლაციოს”, “ინტერის”, “ტორინოს”, “იუვენტუსის” მწვრთნელი. “მილანთან” ერთად მოგებული აქვს იტალიის ჩემპიონობა (1999).

1954 - ჯანკარლო ანტონიონი. იტალიის საფეხბურთო ნაკრებისა და ფლორენციის “ფიორენტინას” გამთამაშებელი. 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. “ფიორენტინას” შემადგენლობაში ჩაატარა 412 მატჩი, გაიტანა 61 გოლი. 1976 წელს მოიპოვა იტალიის თასი.

1964 - იგორ ჩუმაკი. რუსი ხელბურთელი. ოლიმპიური ჩემპიონი.

1954 - დიტერ მიულერი. 1970-80-იან წლებში გერმანულ ბუნდესლიგაში ჩაატარა 303 მატჩი, გაიტანა 177 გოლი. 1978 წლის გერმანიის ჩემპიონი. “ბორდოს” შემადგენლობაში 1984-85 წლებში გახდა საფრანგეთის ჩემპიონი. ევროპის 1976 წლის პირველობის ვიცე-ჩემპიონი. გახდა ფინალური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი.

1958 - ტიტა. ბრაზილიელი ნახევარმცველი. Gამოდიოდა ბრაზილიის, იტალიის, გერმანიის, მექსიკისა და გვატემალის ეროვნულ ჩემპიონატებში. მოგებული აქვს ლიბერტადორესისა (1981) და საკონტინენტთაშორისო (1981, 1983) თასები. ლევერკუზენის “ბაიერის” შემადგენლობაში მოიპოვა უეფას თასი (1988). ბრაზილიის სამგზის ჩემპიონი, მოპოვებული აქვს მექსიკისა (ორჯერ) და გვატემალის პირველობაც. 1989 წელს გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. ბრაზილიის ნაკრების 31 მატჩში გაიტანა 6 გოლი.

1965 - ზაზა თურმანიძე. ქართველი მოჭიდავე და მწვრთნელი. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 1987 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი (1987). 1994 წელს მოიგო კეთილი ნების თამაშები. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1990), მეორე (1988) და მესამე (1989) პრიზიორი. 1989 წლის საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე მეორე ადგილი დაიკავა. ატლანტის 1996 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (მეათე ადგილი). ამჟამად საქართველოს ნაკრების მწვრთნელია. თურმანიძის ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა 2003 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ზაზა თურმანიძე ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენების კავალერია.

1976 - კლარენს ზეედორფი. წარმოშობით სურინამელი ფეხბურთელი. გამოდის ჰოლანდიის ნაკრებში. ზეედორფი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა სამ კლუბში ასპარეზობისას მოიგო (1995 – “აიაქსი,” 1998 – “რეალი,” 2003 – “მილანი”). მოპოვებული აქვს ჰოლანდიის, ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონობა. ევროპის სამი ჩემპიონატის (1996, 2000, 2004) და მუნდიალის (1998) მონაწილე.

1983 - ამრ ზაქი. ეგვიპტის ნაკრების, “ზამალეკისა” და ინგლისური პრემიერლიგური გუნდების “უიგან ატლეტიკის” და “ჰულ სიტის” ფორვარდი. 2006 და 2008 წლებში გახდა აფრიკის ეროვნებათა თასის გამარჯვებული. ეგვიპტის ნაკრების 57 მატჩში გაიტანა 28 გოლი.

1986 - ვიქტორ სანიკიძე. საქართველოს ნაკრების, თბილისისდინამოს”, საფრანგეთისდიჟონის”, ესპანეთისესტუდიანტესის”, ესტონეთის ტარტუსროკის”, ბოლონიასვირტუსის” (“კანადიან სოლარ ბოლონია”), “სარაგოსას”, უნიკსის მსროლელი-ფორვარდი (200 სმ). 2004 წელს ნბა- დრაფტზესან ანტონიომაირჩია, თუმცა ამ გუნდის შემადგენლობაში ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებია. საქართველოს ნაკრებთან ერთად 2009 წელს ევროპის ჩემპიონატის ელიტ-შესარჩევი ჯგუფის საგზური მოიპოვა, 2010-ში დასკვნით ეტაპზე ასპარეზობის უფლება, 2011 წელს კი ლიტვის ევროპის პირველობაზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო და ეროვნულ გუნდს კონტინენტის 12 საუკეთესო კოლექტივს შორის მოხვედრის საქმეში დიდი სამსახური გაუწია. ითამაშა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატზეც.

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1992 - 37 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა 1977-87 წლებში მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი, ხუანიტო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112121