ჭადრაკი

0:23 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყუფარაძემ იმარჯვა

საერთაშორისო ოსტატ გიგა ყუფარაძის ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა ვაჟთა შორის ქართული გრან პრის გათამაშების პირველი ეტაპი!.

გამარჯვებულმა 9-დან 8 ქულა დააგროვა და მიუწვდომელი აღმოჩნდა მეტოქეებისათვის. ყუფარაძეს ნახევარი ქულით ჩამორჩა საქართველოს ჩემპიონი ლევან ფანცულაია.

7-7 ქულით III-IV ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ: დავით მაღალაშვილი და ზურაბ ჯავახაძე.

ტურნირში დაწესებული იყო 1000 ლარის ოდენობის საპრიზო ფონდი: I ადგილი – 500 ლარი, II ადგილი – 300 ლარი, III ადგილი – 200 ლარი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11812