რაგბი

23:12 | 31.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

უმცროსი “ბორჯღალოსნები” ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ!

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, რაც ნამდვილად ისტორიული შედეგია. საფრანგეთში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” იტალიასთან 6:6 ითამაშეს, “შუთ-აუთებში” კი მეტოქეს 5:4 სძლიეს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მორაგბებმა მეოთხედფინალური მატჩიც ფრედ დაასრულეს. მაშინ ირლანდიასთან ჯახი 8:8 მორჩა, დამატებითი დარტყმებში კი 3:1 მოვიგეთ.

ამჯერად, იტალია 6:0 დაწინაურდა, თუმცა, მე-2 ტაიმში 2 საჯარიმო საქართველოს ნაკრებმაც გაიტანა და გამარჯვებულის გამოსავლენად ისევ 5-5 დამატებითი დარტყმა გახდა აუცილებელი, რომელშიც “ბორჯღალოსნებმა” უფრო იყოჩაღეს.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი 4 აპრილს გახლავთ დაგეგმილი, 18-წლამდე “ბორჯღალოსანთა” მეტოქე კი მასპინძელი საფრანგეთი იქნება, რომელმაც ინგლისს 23:19 სძლია.

0.115227