ძიუდო

10:03 | 30.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩხვიმიანის და მარგიანის ბრინჯაოების გრან პრი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამსუნის გრან პრი ორი მედლით ჩაამთავრა. ლუხუმ ჩხვიმიანისა (60 კგ) და უშანგი მარგიანის (81 კგ) ბრინჯაოებს ტურნირის დასკვნით დღეს თურქულ ტატამზე გასულმა ქართულმა ოთხეულმა ვეღარაფერი შემატა.

გუშინ ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა შორის 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრებს 90 კილოგრამში მონაწილე არ ჰყავდა. ორ უმძიმეს წონაში კი ორ-ორი ქართველი ჩაერთო საქმეში და მათგან ყველაზე შედეგიანად ალექსანდრე ზაალიშვილმა (100 კგ) იჭიდავა.

საქართველოს ბრინჯაოს პრიზიორმა ძირითად ბადეში ხორვატი ზლატკო კუმრიჩი და უზბეკი რამზიდინ საიდოვი იპონ-იპონ ჩამოიშორა. მეოთხედფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ არსენ ომაროვთან შიდოთი წააგო და ბრინჯაოს ფრონტზე გადაერთო, სადაც ასევე გაფრთხილებით დამარცხდა ირანელ ჯავად მაჰჯოუბთან და მე-7 ადგილს დასჯერდა.

100 კილოგრამში მოჭიდავე მეორე ქართველი ალექსანდრე მსხალაძე ტატამზე მხოლოდ ორჯერ გავიდა - რუს მიხაილ კოსიაშნიკოვს ვაზარით გასცდა და გრან პრის არაბეთის გაერთიანებული საემიროების სახელით მოჭიდავე ივან რემარენკოსთან წაგებით გამოეთიშა.

მძიმეწონოსნები გუგა კიბორძალიძე და გიორგი ბოლოთაშვილი კი პირველსავე ბრძოლებში დამარცხდნენ. კიბორძალიძე ყირგიზი იური კრაკოვეცკისთან, ხოლო ბოლოთაშვილი – აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე უშანგი კოკაურთან.

ძიუდო. გრან პრი. სამსუნი

27-29 მარტი

კაცები

60 კგ

1 შარაფუდინ ლუტფილაევი (უზბეკეთი)

2 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)

3 ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)

3 ცოგტბაატარ ცენდოჩირი (მონღოლეთი)

66 კგ

1 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)

2 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლეთი)

3 სერგიუ ოლეინიჩი (პორტუგალია)

3 აბდულა აბდულჯალილოვი (რუსეთი)

5 ტრისტან ფეიქრიშვილი (საქართველო)

73 კგ

1 რუსტამ ორუჟოვი (აზერბაიჯანი)

2 ჰასან ვანლიოღლუ (თურქეთი)

3 დექს ელმონი (ჰოლანდია)

3 ვიქტორ სკვორტოვი (აგს)

5 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)

81 კგ

1 ლუის პიეტრი (საფრანგეთი)

2 სერგიუ ტომა (აგს)

3 უშანგი მარგიანი (საქართველო)

3 საეიდ მოლაეი (ირანი)

90 კგ

1 ნოელ ვან ტენდი (ჰოლანდია)

2 ალექსანდრ კუკოლჟი(სერბეთი)

3 შერალი ჟურაევი (უზბეკეთი)

3 ისლამ ბოზბაიევი (ყაზახეთი)

100 კგ

1 ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი)

2 კარლ-რიჩარდ ფრეი (გერმანია)

3 დიმიტრი პეტერსი (გერმანია)

3 არსენ ომაროვი (რუსეთი)

7 ალექსანდრე ზაალიშვილი (საქართველო)

+100 კგ

1 ფაიცელ ჯაბალაჰი (ტუნისი)

2 რაფაელ სილვა (ბრაზილია)

3 ბარნა ბორი (უნგრეთი)

3 იური კრაკოვეცკი (ყირგიზეთი)

ქალები

48 კგ

1 პაულა პარეტო (არგენტინა)

2 ნატალია ბრიგიდა (ბრაზილია)

3 ტაციანა ლიმა (გვინეა ბისაუ)

3 დილარა ლოხმანჰეკიმი (თურქეთი)

52 კგ

1 დისტრია კრასნიქი (კოსოვო)

2 ილსე ჰეილენი (ბელგია)

3 ლისა კერნი (ირლანდია)

3 აგატა პერენჩი (პოლონეთი)

57 კგ

1 ვიოლა ვახტერი (გერმანია)

2 სანე ვერჰაგენი (ჰოლანდია)

3 კორინა კაპრიორიუ (რუმინეთი)

3 ნეკოდა სმიტ დევისი (ბრიტანეთი)

63 კგ

1 ანიჩკა ვან ემდენი (ჰოლანდია)

2 ჰილდე დრექსლერი (ავსტრია)

3 ჯულ ფრანსენი (ჰოლანდია)

3 ალის შლეზინგერი (ბრიტანეთი)

70 კგ

1 ლინდა ბოლდერი (ისრაელი)

2 იური ალვეარი (კოლუმბია)

3 სალი კონვეი (ბრიტანეთი)

3 ნარანიარგალ ცენდ აიუში (მონღოლეთი)

78 კგ

1 მადელეინ მალონგა (საფრანგეთი)

2 ნატალი პოუელი (ბრიტანეთი)

3 ლუის მალზანი (გერმანია)

3 ვიქტორია ტურკსი (უკრაინა)

+78 კგ

1 სისი მა (ჩინეთი)

2 ნიელ ჩეიხ რუჰუ (ტუნისი)

3 ჯიუნ კიმი (სამხრეთ კორეა)

3 ჟასმინ კუელბსი (გერმანია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122544