ფეხბურთი

10:48 | 27.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

კოვაჩიჩმა ჯვარედინი მყესები დაიზიანა

ხორვატიის ეროვნული ნაკრების ექიმმა განაცხადა, რომ მილანის “ინტერის” ნახევარმცველმა მატეო კოვაჩიჩმა სერიოზული ტრავმა მიიღო.

20 წლის ფეხბურთელს შაბათს ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ ახლა ცნობილი გახდა, რომ მისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა.

“კოვაჩიჩი ძლიერ ტკივილს განიცდის და ამის გამო თამაშს ვერ შეძლებს. მას სამედიცინო გამოკვლევა ჩავუტარეთ და შემიძლია გითხრათ, რომ მუხლის ჯვარედინი მყესის ტრავმა აქვს” - განუცხადა 24sata.hr-ს ბორის ნემეცმა.

უფრო კონკრეტული ინფორმაცია სრულფასოვანი გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა ცნობილია, რომ მსგავსი დაზიანებისგან განკურნებას მინიმუმ ექვსი თვე სჭირდება.

0.112879