თამაშგარე

10:02 | 27.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაკამ ოჯახური დრამები უარყო

ვისაც ჯერ კიდევ ვერ გაგიგიათ, თუ რატომ არის ბრაზილიური სერიალების სიუჟეტები ასეთი უცნაური, გადახედეთ ბრაზილიელი ფეხბურთელის, რიკარდო კაკას ოჯახური დრამების მიმდინარეობას და მერე უკვე ნამდვილად აღარ გაიოცებთ იმ ენითაღუწერელი ბანალურობით, რაც ბრაზილიურ სერიალებშია ჩაგვირისტებული.

როგორც იცით, ეს ჩვენი კაკა, თავის ცოლს, ყოფილ მოდელს კაროლინ სელიკოს შარშან ლამის მთელი წლის განმავლობაში შორებოდა და საქმე სასამართლომდეც კი იყო მისული, მაგრამ როდესაც ქონების გაყოფის საკითხი დადგა, წყვილმა კვლავ შერიგება გადაყვიტა და ვითომც აქ არაფერია, ორ შვილთან ერთად კვლავ სიამტკბილობაში განაგრძეს ცხოვრება.

ცოტა ხნის წინ, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა საერთოდ უარყო ცოლთან რაიმე კონფლიქტი და განაცხადა, რომ ყველაფერი ჟურნალისტების მონაჩმახია და მას თავისი კაროლინი ისე უყვარს, ვითარცა რომეოს ჯულიეტა და აბესალომს ეთერი. მაგრამ, რეალობის ასე დამახინჯება გაგონილა? თითქოს სასამართლოში კაკა კი არა ჩვენ დავდიოდით ცოლთან განსაშორებლად. უტიფრობაც ასეთი უნდა!

0.117187