სხვა

23:35 | 26.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გედევანიშვილის მე-16 ადგილი

ჩინურ შანხაიში სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატმა ფიგურულ ციგურაობაში, რომელშიც ქართველთაგან მხოლოდ ელენე გედევანიშვილი ჩაება.

უკვე ჩატარდა მოკლე პროგრამა, რომლის შედეგებითაც ელენემ მე-16 შედეგი აჩვენა. გედევანიშვილმა 51.11 ქულა (28.39 ტექნიკური ელემენტებისთვის+24.72 პროგრამული კომპონენტებისთვის) მიიღო და იმ ოცდაოთხ სპორტსმენს შორის მოხვდა, რომლებმაც თავისუფალი პროგრამის შესრულება მიიღეს.

პირველი დღის თავზე ლიდერები რუსები – ელიზავეტა ტუკტამიშევა (77.62) და ელენა როდიონოვა (69.51) არიან, რომელთაც კვალში იაპონური სამეული უდგას – სატოკო მიაჰარა (67.02), კანაკო მურაკამი (65.48) და რიკა ჰონგო (62.17).

თავისუფალი პროგრამა 28 მარტს შედგება და გედევანიშვილი ყინულზე მე-2 ჯგუფში, ჯამში, მე-8 ნომრად გავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112071