ჭადრაკი

23:10 | 26.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძემ მეოთხედფინალის პირველი პარტია ყაიმით დაასრულა

რუსეთის ქალაქ სოჭში მიმდინარე მსოფლიოს ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მეოთხედფინალების დრო დადგა. ქართველი ქომაგების ინტერესი მერი არაბიძის (2374) და ინდოელი დრონავალი ჰარიკას (2492) პარტიისადმი იყო მიპყრობილი, რომელიც ფრედ დასრულდა.

პირველ პარტიაში თეთრი ფიგურებით ქართველი მოჭადრაკე იყო, ხვალ კი ის შავებით ითამაშებს. თუკი მე-2 პარტიაშიც ყაიმი აღინიშნა, მაშინ საქმეში ტაი-ბრეიკი ჩაერთვება.

სხვა მეოთხედფინალებში ასეთი შედეგები აღინიშნა: მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2526) – ჰამპუ კონერუ (ინდოეთი, 2581) 1:0, ნატალია პოგონინა (რუსეთი, 2456) – ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2527) 0:1, პია კრამლინგი (შვედეთი, 2495) – ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2552) 0.5:0.5.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11764