ფეხბურთი

22:45 | 26.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო VS გერმანია – წინასამატჩო ღონისძიებები

საქართველოსა და გერმანიის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე 2 დღე რჩება. 24 მარტს, დასრულდა განაცხადების მიღება მედიის აკრედიტირებაზე და თითოეულს ელექტრონული ფოსტის საშუალებით ეცნობა აკრედიტაციების მიღების ან არმიღების თაობაზე.

როგორც მოსალოდნელი იყო, შემოვიდა უპრეცედენტო რაოდენობის განაცხადები, როგორც საქართველოდან, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან.

იმ მედიასაშუალებების საყურადღებოდ, ვინც მიიღო მატჩზე დასასწრები აკრედიტაციები:

აკრედიტაციები გაიცემა მხოლოდ 27 მარტს, 12:00-დან 20:00 საათამდე, „დინამო არენას“ მედიაცენტრში. სხვა მომდევნო დღეებში აკრედიტაციები აღარ გაიცემა, რადგან 28 მარტს, მატჩისწინა პრესკონფერენციებსა და გუნდების ოფიციალურ ვარჯიშებზე უნდა მობრძანდეთ აკრედიტაციებით.

აქვე, გაგაცნობთ გუნდების წინასამატჩო პრესკონფერენციებისა და ვარჯიშების განრიგს.

28 მარტი

გერმანიის ეროვნული ნაკრები

12:00 – მატჩისწინა პრესკონფერენცია სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“

17:00 – ნაკრების მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში „დინამო არენაზე“ (ღიაა საწყისი 15 წუთი, მხოლოდ მედიისთვის)

საქართველოს ეროვნული ნაკრები

19:00 – მატჩისწინა პრესკონფერენცია „დინამო არენაზე“

20:00 – ნაკრების მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში „დინამო არენაზე“ (ღიაა საწყისი 15 წუთი, მხოლოდ მედიისთვის)

სფფ-ის პრესსამსახური

0.119185